ჭდე: მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში ელისო ვირსალაძე დახურავს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში ელისო ვირსალაძე დახურავს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე დახურავს. 29 სექტემბერს, 19 საათზე ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტზე თელავის თეატრში შესრულდება ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩის და შუმანის ნაწარმოებები. სოლისტებთან პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად დაუკრავს საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში ერთგულ მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობება.

სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტი თელავის ფესტივალზე

სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტი თელავის ფესტივალზე

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება. 28 სექტემბერს, 19 საათზე თელავის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგებიან პიანისტი ჯან ჩაკმური და მევიოლინე ფუმიაკი მიურა. საფესტივალო ორკესტრს კი დირიჟორი არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. კონცერტზე აჟღერდება შოპენის და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. ფუმიაკი მიურა – გონიერი, გულწრფელი მუსიკოსი, რომელსაც ყველა დროის უდიდესი ნაწარმოებების ინტერპრეტირების უნარი აქვს. მიურას ხელოვნება […]

გორის ქალთა გუნდი თელავის ფესტივალზე

გორის ქალთა გუნდი თელავის ფესტივალზე

გორის ქალთა კამერული გუნდი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში მსმენელის წინაშე 22 სექტემბერს წარსდგება. თელავის თეატრში საგუნდო მუსიკის კონცერტი 19 საათზე დაიწყება და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის იოსებ კეჭაყმაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. გორის ქალთა გუნდი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და ახალგაზრდული გუნდების ევროპის ასოციაციის ,,ევროპა-კანტატას“ წევრია. წელს ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა […]

თელავის მუსიკალურ ფესტივალს კოლია ბლახერი გახსნის

თელავის მუსიკალურ ფესტივალს კოლია ბლახერი გახსნის

21 სექტემბერს, 19 საათზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალის გახსნაზე მსმენელის წინაშე წარსდგება გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და თელავის ფესტივალის დიდი მეგობარი კოლია ბლახერი. კონცერტზე დაუკრავს საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. საღამოზე შესრულდება ბრიტენის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 15 და ეს იქნება პრემიერა საქართველოში. ფესტივალს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. წელს […]

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალის გახსნაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი მევიოლინე კოლია ბლახერი და საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით. მთელი ფესტივალის განმავლობაში მსმენელის საშუალება ექნება დაესწროს გამოჩენილი პიანისტის ელისო ვირსალაის კონცერტს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატების ჯან ჩაკმურისა და ნიკოლოზ ნამორაძის საღამოებს, ცნობილი მევიოლინეების კოლია ბლახერისა და ფუმიაკი მიურას კონცერტებს, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო […]

ბრწყინვალე მუსიკოსები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში

ბრწყინვალე მუსიკოსები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში

21 სექტემბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, რომელიც ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ დააარსა, საზეიმოდ გაიხსნება. 29 სექტემბრის ჩათვლით მსმენელის წინაშე წარსდგებიან სხვადასხვა თაობის ბრწყინვალე მუსიკოსები – ელისო ვირსალაძე, კოლია ბლახერი, ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, ფუმიაკი მიურა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ნიკოლოზ ნამორაძე და ჯან ჩაკმური. წინა წლების მსგავსად, თითოეული საღამო დაუვიწყარი და განუმეორებელი […]

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს

13 ოქტომბერს 19 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. სოლისტები იქნებიან პიანისტი ელისო ვირსალაძე და ჩელისტი ალექსანდრ რამი – ვიოლონჩელისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ჰელსინკის Paulo Cello Competition-ის და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. ფესტივალის დასკვნით კონცერტზე შესრულდება ელგარის […]

ალექსანდრე კორსანტია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს

ალექსანდრე კორსანტია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია თელავში გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს. საფესტივალო ორკესტრს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. საკონცერტო პროგრამაშია: რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერეზადა“ და პროკოფიევის კონცერტი № 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის სოლ მინორი. კონცერტი 6 ოქტომბერს 19 საათზე თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ვუნდერკინდები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში

ვუნდერკინდები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 7 ოქტომბერს დაუვიწყარ საღამოს გვპირდება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან უნიჭიერესი მუსიკოსები, ვუნდერკინდებად წოდებული ჩელისტი ბრუნო ფილიპი და მევიოლინე მატვეი ბლუმინი. ორივე მუსიკოსი უკვე კარგად არის ცნობილი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში და მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჩელისტ ბრუნო ფილიპს ADAMI-ს „კლასიკური მუსიკის აღმოჩენის“ წოდება მიენიჭა. მის შესახებ გაზეთი La Libre Belgique წერს: „ბგერის სიფაქიზე […]

ბორის ბერეზოვსკის კონცერტთან დაკავშირებული განცხადება

ბორის ბერეზოვსკის კონცერტთან დაკავშირებული განცხადება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში ცნობილი პიანისტის ბორის ბერეზოვსკის კონცერტით გაიხსნება. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პიანისტის თხოვნით, მისი პირადი მიზეზების გამო, შეიცვალა კონცერტის თარიღი. ბორის ბერეზოვსკის კონცერტი გაიმართება 2018 წლის 3 ოქტომბერს 19 საათზე. 4 ოქტომბრისთვის შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება 3 ოქტომბრის კონცერტზე. ბილეთების დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მისწერეთ biletebi.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე ან […]