21 სექტემბერი, 2019

გორის ქალთა გუნდი თელავის ფესტივალზე

გორის ქალთა გუნდი თელავის ფესტივალზეგორის ქალთა კამერული გუნდი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში მსმენელის წინაშე 22 სექტემბერს წარსდგება.

თელავის თეატრში საგუნდო მუსიკის კონცერტი 19 საათზე დაიწყება და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის იოსებ კეჭაყმაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება.

გორის ქალთა გუნდი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და ახალგაზრდული გუნდების ევროპის ასოციაციის ,,ევროპა-კანტატას“ წევრია.

წელს ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის 21-29 სექტემბერს გაიმართება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის კონსერვატორიის და თელავის თეატრის სალაროებში, ასევე ონლაინ www.biletebi.ge

ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.

მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები ”იმედი” და ARTAREA.