28 სექტემბერი, 2019

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში ელისო ვირსალაძე დახურავს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში ელისო ვირსალაძე დახურავსმუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე დახურავს.

29 სექტემბერს, 19 საათზე ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტზე თელავის თეატრში შესრულდება ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩის და შუმანის ნაწარმოებები.

სოლისტებთან პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად დაუკრავს საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში ერთგულ მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობება.