9 სექტემბერი, 2019

ბრწყინვალე მუსიკოსები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში

ბრწყინვალე მუსიკოსები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში21 სექტემბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, რომელიც ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ დააარსა, საზეიმოდ გაიხსნება.

29 სექტემბრის ჩათვლით მსმენელის წინაშე წარსდგებიან სხვადასხვა თაობის ბრწყინვალე მუსიკოსები – ელისო ვირსალაძე, კოლია ბლახერი, ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, ფუმიაკი მიურა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ნიკოლოზ ნამორაძე და ჯან ჩაკმური.

წინა წლების მსგავსად, თითოეული საღამო დაუვიწყარი და განუმეორებელი იქნება ფესტივალის სტუმრებისთვის, სადაც აჟღერდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ქართული საგუნდო მუსიკის ფუძემდებლის, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 80 წლის იუბილეს კი გორის ქალთა კამერული გუნდი სპეციალურ კონცერტს მიუძღვნის.

ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.

მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, რადიო ერთი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, საინფორმაციო სააგენტო GHN და ტელეკომპანიები ”იმედი” და ARTAREA.