
პოეტი კატო ჯავახიშვილი ეძებს პასუხს კითხვაზე: “მაინც, როგორია ეს თავისუფალი საქართველო, აბრჭყვიალებული გამზირებით და ნაგავში სარჩოს ძებნით დაღლილი მოხუცებით თუ საჩვენებელი ტრაფარეტებით და დავიწყებული სიტყვებით? სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და მარწუხებში მოქცეულ აზროვნებას შორის, რომელი თავისუფლებაა ეგ, თან „ეროვნულ ინტერესებზე“ რომ დგას და თან თავში კეტს გირახუნებს?! თავისუფლება ისაა, შენი ჩურჩული ისმინოს ქვეყანამ, ბოლო ხმაზე […]