TV

თათია კობალაძის კიდევ ერთი წარმატება

თათია კობალაძის კიდევ ერთი წარმატება

მომღერალი თათია კობალაძე სრულიად დამსახურებულად უახლოვდება ყაზახური “ვოისის” გადაწყვეტ ეტაპს – ფინალს. მისი ყოველი გამოსვლა მომღერლის პროფესიონალიზმში კიდევ უფრო გვარწმუნებს. თათიამ ყაზახური სიმღერაც ისევე კარგად შეასრულა, როგორც ქართული და უცხოური ჰიტები.

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალისტია

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული "ნიჭიერის" ფინალისტია

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალისტია. უკრაინული საბავშვო “ვოისის” გამარჯვებულმა მონაწილეობა მიიღო ამერიკული შტატის კონექტიკუტის “ნიჭიერის” პირველ ტურში და ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში გადავიდა. ამერიკული “ნიჭიერის” ფინალური ტური 18 დეკემბერს გაიმართება.

თათია კობალაძის უმაგრესი შესრულება

თათია კობალაძის უმაგრესი შესრულება

მომღერალი თათია კობალაძე თავისი გამორჩეული ვოკალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური პროექტების წარმატებული მონაწილეა. ამჟამად ხელოვანი ყაზახური “ვოისის” კონკურსანტია და დამსახურებულად მიიწევს ფინალისკენ. თათიამ უიტნი ჰიუსტონის ჰიტი “I will always you” შეასრულა და მწვრთნელების დიდი მოწონებაც მოწონებაც დაიმსახურა.

ნუცა ხურციძის კიდევ ერთი წარმატება

ნუცა ხურციძის კიდევ ერთი წარმატება

მომღერალი ნუცა ხურციძე ბერძნულ “ვოისში” მონაწილეობს. მან ბრმა მოსმენებზე მწვრთნელების დიდი მოწონება დაიმსახურა. ნუცამ მწვრთნელების მოხიბვლა მომდევნო ტურშიც შეძლო და სრულიად დამსახურებულად გამარჯვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ანანო მარჩილაშვილის უდიდესი წარმატება

ანანო მარჩილაშვილის უდიდესი წარმატება

ქართველმა მომღერალმა ანანო მარჩილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბერძნულ “ვოისში”. მან ბრმა მოსმენაზე ბიორკის ცნობილი ჰიტი “It’s Oh So Quiet” შეასრულა და ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა. ქართველ კონკურსანტს მწვრთნელებმა სიურპრიზი მოუწყვეს და სტუდიაში საბერძნეთის ვარსკვლავი თამთა გოუაძე მოიწვიეს, რომელმაც ანანოს თარჯიმანობა სიამოვნებით გაუწია.

ოთო კაჭარავას წარმატება პოლონურ “ნიჭიერში”

ოთო კაჭარავას წარმატება პოლონურ "ნიჭიერში"

ქართველი პაროდისტი ოთო კაჭარავა პოლონურ “ნიჭიერში” მონაწილეობს. 23 წლის ხელოვანმა ჟიურის სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო მატჩის კომენტატორების პაროდიები შესთავაზა, მათგან ‘კი” დაიმსახურა და შემდეგ ტურშიც გადავიდა. ოთოს ქართველი მაყურებელი “იუმორინადან” კარგად იცნობს. 

ნუცა ხურციძის ტრიუმფი ბერძნულ “ვოისში”

ნუცა ხურციძის ტრიუმფი ბერძნულ "ვოისში"

მომღერალმა ნუცა ხურციძემ ბერძნულ “ვოისში” ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან ბრმა მოსმენაზე ჯგუფის “ქვინი” ცნობილი ჰიტი “ბოჰემური რაფსოდია” შეასრულა, ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა და მათგან ტაშიც დაიმსახურა.

ეთანხმებით ლევან წულაძეს?

ეთანხმებით ლევან წულაძეს?

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე აცხადებს, რომ აუცილებლად წავიდეთ  არჩევნებზე: “წადით არჩევნებზე, მაგრამ არ შეიყვაროთ პოლიტიკოსები, არ გიყვარდეთ ისინი, შეხედეთ მათ როგორც სიდედრი სიძეს, ან დედამთილი რძალს — ბოროტად. გიყვარდეთ მხოლოდ თქვენი სამშობლო და იფიქრეთ მხოლოდ თქვენს მომავალზე და არა მასაზე. ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ, ეს მარკ ტვენის ნათქვამია, თუ არ ვცდები. მომხრეებიც […]

გიორგი უშიკიშვილის ძალიან კარგი სიტყვა

უარი გიორგი უშიკიშვილს ძალიან კარგ პროექტზე

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი თავისი კახური პირდაპირობის გამო უყვარს ათასობით მსმენელს. მან ეს ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ძალიან კარგი და დასაფიქრებელი სიტყვით მოგვმართა: “ჩვენი ბრალი არის ის, რომ ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი წარსული. იცით, გელათს რატომ ვეღარ ვუკეთებთ რესტავრაციას და იტალიელები რატომ ჩამოგვყავს? იმიტომ, რომ დავივიწყეთ ჩვენი წარსული. ვანის მუზეუმში რომ ჩახვალ, სასწაულებს ნახავ და იქიდან […]

ვალერი მინდელმა 60.000 ლარი მოიგო

ვალერი მინდელმა 60.000 ლარი მოიგო

32 წლის პროფესიით ეკონომისტმა ვალერი მინდელმა ინტელექტუალურ-გასართობ გადაცემაში “თავიდან ბოლომდე” 60.000 ლარი მოიგო. მან გადაცემის წამყვანის – დუტა სხირტლაძის მიერ დასმულ 7 კითხვას მეგობრებთან ერთად სწორად უპასუხა და სოლიდური თანხის მფლობელი გახდა. ბოლო, გადამწყვეტი და მომგებიანი შეკითხვა ასე ჟღერდა: “1861 წლის 1 აგვისტოს გაზეთ “თაიმს”-ში გამოქვეყნდა მსოფლიოში პირველი…” პასუხად ვალერიმ “ამინდის პროგნოზი” დაასახელა. სწორმა პასუხმა […]