საზოგადოება

უნიჭიერესი ტარიელ ჭანტურია

უნიჭიერესი ტარიელ ჭანტურია

უნიჭიერესი პოეტი ტარიელ ჭანტურია არაჩვეულებრივ და ძალიან ლამაზ ლექსს გვიზიარებს: “რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის ვარ რა შუაშია თუ ისევ ის ვარ! აპრილის შვილი, ენძელის ხნის ვარ, ნაწვიმარ ბაღის, უღრუბლო ცის ვარ. რამდენი წლის ვარ რამდენი წლის ვარ… ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ, დაბალი წრის ვარ, მაღალი წრის ვარ, რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ… ნელინელ […]

ვახტანგ ღლონტი – ქართველების გასაგონად!

ვახტანგ ღლონტი - ქართველების გასაგონად!

პოეტი ვახტანგ ღლონტი ქართველების გასაგონად ერთ ძალიან საყურადღებო ლექსს გვიზიარებს: “როცა… (ზოგიერთი ქართველის გასაგონად) როცა ჯიუტად არ გესმის, რომ ორჯერ ორი – ოთხია; ცოლს მოგიხნავენ ხიზნები, ჯერ ყანას გაგითოხნიან. შენ, ოღონდ გაძღე, გკიდია ფეხზე – ქრისტეც და მახმადიც; თავი ვერ მიგიტანია (ძირში მოჭრილი) სახლამდის. და მაინც, როცა შეთვრები, რაღაც წარსულით დიდგულობ; გადასაგდები ნივთივით ნაგვის ურნასთან […]

ტარიელ ხარხელაურის უმნიშვნელოვანესი წერილი

ტარიელ ხარხელაურის უმნიშვნელოვანესი წერილი

პოეტი ტარიელ ხარხელაური მკითხველს უმნიშვნელოვანეს წერილს უზიარებს: “ამ დღესასწაულებზე მეტად არასაზეიმო განწყობა მაქვს და არა მგონია, ვტყუოდე – სანამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცე ასე დაბინდულია, სანამ ერის გონება ზიზღისა და სიძულვილის მდინარით ირწყვება, რაიმე დიდის მოლოდინით ნურც ამ წელს ჩავაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში. სანამ ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, მომავლის მხოლოდ ახალი წლის ანაბარად დატოვება, გულგამორეცხილობის […]

რეზო ამაშუკელის ულამაზესი ჩანაწერი

რეზო ამაშუკელის ულამაზესი ჩანაწერი

რეზო ამაშუკელთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა – ზოგისთვის იგი შესანიშნავი პოეტია და ეს უმთავრესია, ზოგისთვის კი – ადამიანი, რომელიც ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდა და ამით საკუთარი პოეტობაც გადაფარა. “არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც სიმღერად იქცა: “მე ვარ თამადა, ამ სუფრაზე შენ ხარ რჩეული, გამითამამდი, ჩემთან ყოფნას გადაჩვეული. სიამით ბრწყინავ და ბავშვივით თვალს არ […]

კირა ანდრონიკაშვილი რუსუდან კიკნაძეზე

კირა ანდრონიკაშვილი რუსუდან კიკნაძეზე

მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი ამერიკაში გარდაცვლილ კოლეგაზე რუსუდან კიკნაძეზე უდიდესი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს: “ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა ვერაზე, სადაც მე გავიზარდე, მაგრამ რუსიკოს განსაკუთრებული სხივი მოჰქონდა, როცა ის გამოჩნდებოდა. მისი ნიჭიერება ჩანდა ყველა მის კინოროლში, მას ძალიან დიდი კარიერა და კარგი ცხოვრება ეკუთვნოდა. მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, გული მწყდება, რომ […]

ზურა გოშაძის ულამაზესი მილოცვა

ზურა გოშაძე: "რა ცოდვა მაწევს ასეთი"

პოეტი ზურა გოშაძე თითოეულ ჩვენგანს პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ლექსით გვილოცავს ახალ წელს: “რამდენადაც ახალი წლის დღეებში ჩემთან დაკავშირება ინტერნეტით და ტელეფონითაც პრობლემა იქნება… გაუმარჯოს, ვისაც ვლოცავთ, ვინც გვლოცავს, განვლილ ბილიკს, დარჩენილ გზებს სავალს, გეფერებით, მიყვარხართ და გილოცავთ, იდღეგრძელეთ, დაესწარით მრავალს!!!”

ლაშა თაბუკაშვილი რეზო ამაშუკელს: “მე გპატიობ…”

ლაშა თაბუკაშვილი რეზო ამაშუკელს: "მე გპატიობ..."

მწერალმა და დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა პოეტ რეზო ამაშუკელს 70 წლის იუბილეზე ასეთი სიტყვით მიმართა: “რა მკათათვეში მზე ლომზე შევალს…“ როგორ მიერეკება დრო? რა სულის შემხუთველი სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს ეპოქები… გუშინ იყო, თუ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, როცა „გაგრიფშთან“ ფეხბურთის თამაშით გართულს, ხუთიოდე წლის ბიჭს, მუხლი გადამეტყავა და ლამაზმა ყმაწვილმა შრატის გასაკეთებლად, იქვე პატარა კლინიკაში მიმაბრძანა… […]

უსამართლოდ დაჩაგრული ნოდარ მამისაშვილი

უსამართლოდ დაჩაგრული ნოდარ მამისაშვილი

კომპოზიტორმა ოთარ მამისაშვილმა უმდიდრესი და ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა – იგი ოპერის, ბალეტის, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკის, ინსტრუმენტული კონცერტების, არაერთი კამერული ნაწარმოების, საბავშვო და კინომუსიკის ავტორია. მან პირველად მსოფლიოში შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდა წმინდა სამების ტაძარში ზარების განაწილება სამრეკვლო სივრცეში. ნინო ჟვანია, მუსიკოსი: “ეს ისეთი ადამიანი იყო, ჩუმად რომ […]

რეზო ამაშუკელის მარტოობა

სპეციალური მიძღვნა რეზო ამაშუკელს

პოეტ რეზო ამაშუკელის შემოქმედებაში არის ლექსები, რომელიც მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს. ერთ-ერთი მათგანია “მარტოობა”: “იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა… და შენ გეძინა სიცივით დაღლილს, გარშემო ცივი სინათლე კრთოდა და ივსებოდა სიჩუმით სახლი. ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილს და ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა, შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს, გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა. და შენი […]

თინათინ მღვდლიაშვილის აპოკალიფსი

თინათინ მღვდლიაშვილის აპოკალიფსი

ქართველების პოეტი – ასე უწოდებს თავს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი და ის ჭეშმარიტად ქართველების პოეტია, რაგდან ნამდვილ მარგალიტებს ჩუქნის მკითხველს. აპოკალიფსი მე დავიბადე იმ პლანეტაზე, სადაც კაენმა მოკლა აბელი, სადაც ბოროტმა უარჰყო სიბრძნე და უკუნეთმა შთანთქა ნათელი. სადაც არ ფასობს სულიერება, არც ზეციური გონი და ცოდნა, სადაც ბობოქრობს ბიწიერება და შემზარავი სოდომის ცოდვა. სადაც ეძებენ ხორცის […]