კულტურა

პაატა ნაცვლიშვილის უარი ილია ჭავჭავაძის პრემიაზე

პაატა ნაცვლიშვილის უარი ილია ჭავჭავაძის პრემიაზე

ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა უარი განაცხადა პრემიაზე, რომელიც მას ილია ჭავჭავაძის პრემია “საგურამო 2021”-ის ჟიურიმ მიანიჭა კრიტიკასა და პუბლიცისტიკაში: “რაკი ჩემი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავიგე, ვინ და როდის წარმადგინა საგურამოს პრემიაზე, ან კონკრეტულად რაში, რა დამსახურებისათვის მომანიჭეს იგი ასეთი სახით, იძულებული ვარ, უარი ვთქვა ამ პატივზე. ამავე დროს გულწრფელად ვულოცავ საგურამოს პრემიის ყველა წლევანდელ ლაურეატს.”

ძალიან კარგი სიახლე გურამ ქართველიშვილისგან

"ნუ გეწყინებათ ქართველებო სიმართლე!"

საგანმანათლებლო სერიების “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი გურამ ქართველიშვილი ძალიან კარგ სიახლეს გვიზიარებს: “მალე! 1598 წელს სვიმონ პირველმა და მისმა მოკავშირე შაჰ-აბასმა ომი განაახლეს ოსმალეთის იმპერიასთან. ამის კვალდაკვალ, 1599 წელს სვიმონ მეფემ გორის ციხე გამოგლიჯა ხელიდან ოსმალებს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო ოსმალთა ბატონობის სიმტკიცისთვის ამიერკავკასიაში. ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიას” ახალ სერიებში, რომლებსაც სექტემბრიდან შემოგთავაზებთ, სიღრმისეულად იქნება […]

“ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა

"ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა

12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური პროექტი „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს მერვედ გაიმართა. პროექტის ფარგლებში შედგა „ეროვნული იმპერატივის“ შვილობილი ორგანიზაციის „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პრემიით დაჯილდოების ცერემონია. „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით – საზოგადოების განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, ფონდის პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს დაჯილდოევდა საქართველოს პარლამენტის ილია […]

თბილისში უნიკალურ შენობას ანგრევენ

თბილისში უნიკალურ შენობას ანგრევენ

თბილისში, რუსთაველის გამზირის 54 ნომერში მდებარე უნიკალურ შენობას ანგრევენ. ინფორმაციას ხელოვნებათმცოდნე ნინა ყიფშიძე ავრცელებს: “რუსთაველის მოედნისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის პროექტის ნებართვა, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, 2021 წლის 15 ივნისს გაიცა. პროექტი ითვალისწინებს საბაგიროს ახალი, წრიული სისტემის მონტაჟს (21 გონდოლა, საათში 1100 მგზავრის გადაყვანა), […]

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ წელს მეხუთედ გაიცემა

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ წელს მეხუთედ გაიცემა

საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ყოველწლიური პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდოს ” „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით“ დაჯილდოების ცერემონია, სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, 12 სექტემბერს, 15 საათზე, მთაწმინდის პანთეონში გაიმართება. ყოველწლიურად პრემიის ლაურეატს, წლის პრეტენდენტებს შორის კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ავლენს […]

რა ხდება ეროვნულ გალერეაში?

რა ხდება ეროვნულ გალერეაში?

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას დავით ცხადაძე ავრცელებს: “მორიგი გაუგებრობა – რა ხდება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ (და არა ცისფერ!) გალერეაში? რა იყო და რა დავტოვეთ: იყო სარემონტო, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ე.წ. “ციფერი გალერეა” – 489 მ² და 2011 წლის ივნისში, ძველი იერსახის შენარჩუნებით, გავხსენით განახლებული გალერეა 8 დარბაზით, სარესტავრაციო ლაბორატორიით, დროებითი […]

ფოთის არქეოლოგიური მუზეუმი საფრთხეშია

ფოთის არქეოლოგიური მუზეუმი საფრთხეშია

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სულ უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფოთის არქეოლოგიური მუზეუმის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ გვაცნობს ინფორმაციას: “უმძიმეს მდგომარეობაშია ქალაქ ფოთის არქეოლოგიური მუზეუმი – ე.წ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. თავად შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ხოლო მასში დაცული ფონდები უნიკალურია და საფრთხის ქვეშაა. ვიქტორია ჯუღელის ფოტო – 2021.”

ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრები აღარ გამოიფინება

ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრები აღარ გამოიფინება

ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის, კირილ ზდანევიჩის, ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრები მუდმივმოქმედ ექსპოზიციას აღარ დაუბრუნდება – ამ განცხადების ავტორია გვერდი “ხელოვნების მუზეუმისთვის”, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად შეიქმნა: “2011 წლიდან დღემდე ეროვნულ გალერეაში 356 ქართველი და უცხოელი ავტორის 94 გამოფენა გაიმართა. საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულ გალერეაში გამოიფინა ევროპული მუზეუმის ისეთი ავტორები, როგორებიცაა: […]

SOS! აბასთუმნის ობსერვატორია უდიდესი საფრთხის წინაშე

SOS! აბასთუმნის ობსერვატორია უდიდესი საფრთხის წინაშე

აბასთუმნის ობსერვატორია უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. ინფორმაციას რომან აფაქიძე ავრცელებს: “ორიოდე სიტყვა უნდა დავწერო აბასთუმნის ობსერვატორიაზე. ის რაც დღეს აბასთუმანში ხდება, უბრალოდ დანაშაულია! ყანობილის მთაზე, აბასთუმნის ობსერვატორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, აღობილის გადასახვევთან, სადაც ადრე გლაზენაპის კოშკი (მას ადრე გიორგის კოშკსაც უწოდებდნენ) იდგა (იდგა, რადგან სასტუმროს მშენებლობას უშლიდაო ხელს და აიღეს), ახლა უზარმაზარი (ადგილობრივების თქმით შეკვეთილის […]

ბულდოზერით მოთხრილი სამარხი სამთავროს მონასტერში

უშველეთ მცხეთის სამთავროს ტაძარს!

მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტერში ბულდოზერით სამარხი მოანგრიეს. დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “ამ ათი წლის უკან სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანმა ბულდოზერი მიაყენა ტაძრის დასავლეთით არსებულ მცირე ფერდობს, სადაც სასაფლაო იყო, მახსოვს რამდენიმე ძველი საფლავის ქვა (ალბათ ორი-სამი) და მოთხარა, რათა იქ საეკლესიო მაღაზია და მუზეუმი აეშენებენა. არც შესაბამისი ნებართვა აუღია უწყებებისგან, არც არქეოლოგები მიუწვევია, აი ასე გლიჯა […]