სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო

კითხვის დრო: 1 წთ.

სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღოსასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო. ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს დიადემა და სარდიონ-ლაზურიტის მძივი ოქროს კულონით. შემომწირველმა (რომელმაც ანონიმურობა ისურვა) განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი კახეთიდანაა და მისი წინაპრების სახლში საუკუნეზე მეტი ხანი ინახებოდა, თუმცა ქართული კულტურისა და სასახლე-მუზეუმების მხარდაჭერის ნიშნად, შემომწირველმა გადაწყვიტა უნიკალური ნივთი მუზეუმისათვის და, მაშასადამე, ქართველი ხალხისათვის გადაეცა საჩუქრად.

სასახლე-მუზეუმების გაერთიანება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს ესეოდენ მნიშვნელოვანი შემოწირულობისათვის.

სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო - 2

სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო - 3

სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საჩუქარი მიიღო - 4

Artinfo.ge