
რთულია მომღერალ ანრი ჯოხაძის ნამუშევრებს შორის უძლიერესი ან საუკეთესო დაასახელო, თუმცა “არტინფოსთვის” ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნია. სიმღერას ანრი ჯოხაძე და თბილისის ბავშვთა კაპელა ასრულებენ.
მომღერალმა მარიამ კახელიშვილმა დიდ წარმატებას მიაღწია. მან საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე studentsvision 2022 პირველი ადგილი დაიკავა. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს წარმომადგენელმა 74 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილი პორტუგალიამ დაიკავა 64 ქულით, მესამეზე უკრაინა გავიდა 61 ქულით. ბოლო ადგილი კი – 5 ქულით რუსეთს ერგო.
მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ზაზარაშვილი სცენაზე გამოჩნდა, მისი წარმატებები თითოეულ ჩვენგანს ეამაყება. უკრაინულ “ვოისში” გამარჯვებამ უნიჭიერეს მომღერალს ამერიკისკენ მიმავალი კარი ფართოდ გაუღო. ალექსანდრე ახლა ამერიკაშია და იქაც შეძლო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვება. პიანისტ ლევან შენგელიას არაჩვეულებრივი აკომპანიმენტით მან ვაჟა ტუღუშის გენიალური “ქუჩაში ერთხელ” უმაგრესად შეასრულა და კიდევ ერთხელ მოგვცა მიზეზი, რომ მისით ვიამაყოთ.
მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა თავის მუსიკალურ პარტნიორთან ნინო ვინბერგენ-შატბერაშვილთან ერთად რეზო ლაღიძის “თბილისოს” შესრულებით გამოხატა: “ქართველი მომღერლის და ხელოვანის, ჩემი დიდი ხნის მუსიკალური პარტნიორის, ნინო ვინბერგენ-შატბერაშვილის სოლო მუსიკალურ საღამოზე ქალაქ ესენ-კეტვიგში. გერმანელებს ძალიან მოსწონთ ქართული სიმღერები, მაგრამ სიმღერაზე “თბილისო” მაინც განსაკუთრებულ ემოციებს გამოხატავენ. ჩვენი მხრიდან ამ სიმღერით გამოვხატეთ თანადგომა უკრაინასთან […]
მომღერალ ნინო ქათამაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ხელოვანი უკრაინელების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს – აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, ატარებს მხარდამჭერ კონცერტებს, ხვდება დევნილ უკრაინელებს. სასტუმრო “რუმსში” მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის მან ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მცირე შემადგენლობასთან ერთად კონცერტი გამართა. მან ცნობილი უკრაინული სიმღერა “ჩერნობრივცი” დარბაზში მყოფებთან ერთად […]
ლეგენდარულ მომღერალს თემურ წიკლაურს ულამაზესი სიმღერა მიუძღვნა გოჩა იაშაღაშვილმა. სიმღერაზე მან გია მაჭარაშვილთან და ირაკლი ქაცარავასთან ერთად იმუშავა: “ვერ აგისრულეთ გულის წადილი, ვერ გავაჩერეთ ჩვენ დედა-მიწა, შენ არ ჩასულხარ, ცაში აფრინდი და ღრუბლებს ზევით დაიდე ბინა! შენ ვალმოხდილი წახვედი ჩვენგან, მაინც გაუღე სიკვდილს კარები, სტუმარიაო – იფიქრე ალბათ, არად ჩააგდე გლოვის ზარები! დაეშვა ფარდა, დადუმდა […]