27 სექტემბერი, 2019

სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტი თელავის ფესტივალზე

სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტი თელავის ფესტივალზემუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტი გაიმართება.

28 სექტემბერს, 19 საათზე თელავის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგებიან პიანისტი ჯან ჩაკმური და მევიოლინე ფუმიაკი მიურა. საფესტივალო ორკესტრს კი დირიჟორი არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. კონცერტზე აჟღერდება შოპენის და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

ფუმიაკი მიურა – გონიერი, გულწრფელი მუსიკოსი, რომელსაც ყველა დროის უდიდესი ნაწარმოებების ინტერპრეტირების უნარი აქვს. მიურას ხელოვნება სავიოლინო მუსიკის უმაღლესი დონის გარანტიაა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. (პინხას ცუკერმანი)

ჯან ჩაკმური – განსაკუთრებული, თვითმყოფადი ტალანტი, რომელიც ერთდროულად გულუბრყვილო და ძალიან დახვეწილია.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის კონსერვატორიის და თელავის თეატრის სალაროებში, ასევე ონლაინ www.biletebi.ge

ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.

მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები ”იმედი” და ARTAREA.