20 სექტემბერი, 2019

თელავის მუსიკალურ ფესტივალს კოლია ბლახერი გახსნის

თელავის მუსიკალურ ფესტივალს კოლია ბლახერი გახსნის21 სექტემბერს, 19 საათზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში საზეიმოდ გაიხსნება.

ფესტივალის გახსნაზე მსმენელის წინაშე წარსდგება გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და თელავის ფესტივალის დიდი მეგობარი კოლია ბლახერი.

კონცერტზე დაუკრავს საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.

საღამოზე შესრულდება ბრიტენის კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 15 და ეს იქნება პრემიერა საქართველოში.

ფესტივალს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს.

წელს ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის 21-29 სექტემბერს გაიმართება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის კონსერვატორიის და თელავის თეატრის სალაროებში, ასევე ონლაინ www.biletebi.ge

ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.

მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები ”იმედი” და ARTAREA.