Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბორის ბერეზოვსკის კონცერტთან დაკავშირებული განცხადება

30 სექტემბერი, 2018

ბორის ბერეზოვსკის კონცერტთან დაკავშირებული განცხადებამუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში ცნობილი პიანისტის ბორის ბერეზოვსკის კონცერტით გაიხსნება.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პიანისტის თხოვნით, მისი პირადი მიზეზების გამო, შეიცვალა კონცერტის თარიღი.

ბორის ბერეზოვსკის კონცერტი გაიმართება 2018 წლის 3 ოქტომბერს 19 საათზე.

4 ოქტომბრისთვის შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება 3 ოქტომბრის კონცერტზე.

ბილეთების დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მისწერეთ biletebi.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე ან მეილზე support@biletebi.ge, ხოლო კონსერვატორიაში შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად შეგიძლიათ მიმართოთ პირდაპირ კონსერვატორიის სალაროს.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.