5 ოქტომბერი, 2018

ალექსანდრე კორსანტია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს

ალექსანდრე კორსანტია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავსმსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია თელავში გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს.

საფესტივალო ორკესტრს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. საკონცერტო პროგრამაშია: რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერეზადა“ და პროკოფიევის კონცერტი № 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის სოლ მინორი.

კონცერტი 6 ოქტომბერს 19 საათზე თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება.

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.