Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს

12 ოქტომბერი, 2018

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს13 ოქტომბერს 19 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნით კონცერტს გამართავს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით. სოლისტები იქნებიან პიანისტი ელისო ვირსალაძე და ჩელისტი ალექსანდრ რამი – ვიოლონჩელისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ჰელსინკის Paulo Cello Competition-ის და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

ფესტივალის დასკვნით კონცერტზე შესრულდება ელგარის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის მი მინორი თხზ. 85 და ბეთჰოვენის ორი ნაწარმოები – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის № 2 სი ბემოლ მაჟორი თხზ. 19 და კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის № 1 დო მაჟორი თხზ.

ფესტივალს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.