კატეგორია: თეატრი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი “ოდისეას” ბათუმში ითამაშებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი "ოდისეას" ბათუმში ითამაშებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი აჭარაში, ანიმაციური ფილმების 11-ე საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. 24 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მოზარდელები მულტიმედიურ სპექტაკლს „ოდისეა“-ს წარმოადგენენ. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად ბავშვებისთვის ადაპტირებული მითოლოგია უდევს. სპექტაკლში მაყურებელი შეხვდება მითოლოგიურ გმირებს: ზევსს, ჰერას, ჰერმესს, პოსეიდონს და სხვა. მულტიმედიური პროექტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ დიასამიძე, […]

რობერტ სტურუას უკანასკნელი საჩუქარი გია ყანჩელს

რობერტ სტურუას უკანასკნელი საჩუქარი გია ყანჩელს

კომპოზიტორ გია ყანჩელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა საგანგებო სპექტაკლს მიუძღვნის. სემუელ ბეკეტის პიესა „თამაშის დასასრული” რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გათამაშდება და ის გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

განსაკუთრებული შეთავაზება სტუდენტებს მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

განსაკუთრებული შეთავაზება სტუდენტებს მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სტუდენტებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს. 11 და 12 ოქტომბერს თეატრი მათ ბილეთებს 3 ლარად სთავაზობს. სტუდენტები შეძლებენ დაესწრონ შემდეგ სპექტაკლებს: ნილ საიმონის „ბილოქსი ბლუზი“, უილიამ შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“. სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში 2 957874 მისამართზე დავით აღმაშენებლის 99 სტუდენტებმა გთხოვთ წარადგინოთ სტუდენტური ბილეთი.

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „მე ვხედავ მზეს“ ითამაშებს

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „მე ვხედავ მზეს“ ითამაშებს

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისში ჩამოვა. თეატრალური დასი წარმოადგენს რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “მე ვხედავ მზეს”, რომელიც რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 2 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი. მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდი სცენა უმასპინძლებს. ფესტივალის ქართულ შოუ ქეისში […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

მოზარდ მაყურებელთა თეატრის „მგზავრის წერილები“ ზუგდიდში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ჩაერთო პროექტში „კულტურა საზღვრებს გარეშე“. თეატრი 13 სექტემბერს 19 საათზე ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აფხაზეთიდან დევნილებისთვის გამართავს წარმოდგენას „მგზავრის წერილები“. სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი ხორციელდება საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში ასევე […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 93-ე თეატრალურ სეზონს ხსნის

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 93-ე თეატრალურ სეზონს ხსნის

20 სექტემბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 93-ე თეატრალურ სეზონს გახსნის. წარმოდგენილი იქნება ავთანდილ დიასამიძის მულტიმედიური სპექტაკლი „ოდისეა“, რომელმაც მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება. აღნიშნული წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაში, კრიტიკოსთა რჩეულ სპექტაკლებს შორის მოხვდა. მისი ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს 5 ოქტომბერს 17 საათზე ექნება. 21 სექტემბერიდან […]

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

19 ივლისიდან ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი იწყება. 3 დღის განმავლობაში ფესტივალის ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ. “ჩვენი თეატრი გეპატიჟებათ ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალზე. გამწვანებული გარემო! ჩვენი ფესტივალი იზრუნებს ეკოლოგიაზე რაც დღეს ქვეყანას აკლია! მოდი და ნახე მწვანე თეატრი! ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგი მუსიკოსები, მათი […]

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერაა. გამოჩენილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალურ კომედიას „ქმარი და ცოლი“, აზერბაიჯანული თეატრის მსახიობები ითამაშებენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თურგაი ველი-ზადე. კომპოზიტორი პირველად ვერსიაში აღწერდა და აპროტესტებდა ოჯახში და საზოგადოებაში აზერბაიჯანელი ქალის უთანასწორობასა და უფლებების შეზღუდვას. მრავალი წლის შემდეგ კი ლიბრეტომ ტრანსფორმაცია განიცადა და სახეშეცვლილი მოვიდა ჩვენამდე მუსიკალური კომედიის სახით. […]

“ჩიპოლინო” მოზარდ მაყურებელთა თეატრში

"ჩიპოლინო" მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ჯანი როდარის „ჩიპოლინო” პატარების ერთ-ერთი საყვარელი ზღაპარია, თუმცა მას უფროსებიც სიამოვნებით კითხულობენ. 21, 22 და 23 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს პრემიერაზე ეპატიჟება. ჩიპოლინოს მუსიკალურ სპექტაკლს რეჟისორი მაია ჩართოლანი დგამს. რა ხდება სუპერმარკეტში როცა სამუშაო დღე სრულდება? როცა გამყიდველები ტოვებენ სივრცეს და კარებები საგულდაგულოდ ირაზება? ადამიანები თვალს მოეფარებიან თუ არა, წამსვე […]

“ოდისეა” – მულტიმედიური სპექტაკლის წარმატება

"ოდისეა" - მულტიმედიური სპექტაკლის წარმატება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ახალი თაობის მაყურებელს მულტიმედიური სპექტაკლის პრემიერა “ოდისეა“ წარუდგინა, რომელშიც გაერთიანებულია ანიმაციისა და კინოს ხერხები. წარმოდგენამ მაყურებელთა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „ოდისეა“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების შოუ-ქეისში 10 საუკეთესო წარმოდგენებს შორის მოხვდა. მულტიმედიური სპექტაკლი “ოდისეა“ 24 ოქტომბერს მიწვეულია ბათუმში, სადაც საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით […]