გაიზიარეთ რამაზ იოსელიანის სიხარული

მსახიობმა რამაზ იოსელიანმა უდიდეს წარმატებას მიაღწია.

ფოთის თეატრის სპექტაკლში “ჩარეცხილები” შესრულებული როლისთვის მონღოლეთში გამართულ 16-ე საერთაშორისო ფესტივალზე “SAINT MUSE” მან საუკეთესო მამაკაცის ტიტული მოიპოვა.

რამაზ იოსელიანთან ერთად ამავე ნომინაციაზე სხვადასხვა ქვეყნის თეატრების მსახიობებთან ერთად წარდგენილი იყო ფოთის თეატრის მსახიობი გიორგი სურმავაც ამავე სპექტაკლში შესრულებული როლისთვის, თუმცა ჟიურიმ საუკეთესო მამაკაც მსახიობად რამაზ იოსელიანი დაასახელა.