გენიალური შემოქმედის ვაჟა-ფშაველას პოემა “სტუმარ-მასპინძელი” ამერიკაში სინეტიკის თეატრში უკვე 20 წელია რეპერტუარშია და 20 წელია აქტუალობას არ კარგავს.
თეატრის დამაარსებლის პაატა ციქურიშვილის ინფორმაციით, სპექტაკლმა ამერიკელი მსახიობის ჰელენ ჰეიზის სახელობის 3 პრიზი მოიპოვა:
“სტუმარ მასპინძელმა” კიდევ ერთხელ – 20 წლის მერეც გვასახელა:
“საუკეთესო მუსიკალური გაფორმება” ირაკლი კავსაძე და კოკი ლორთქიფანიძე.
“საუკეთესო ქორეოგრაფია” ირინა და ვატო ციქურიშვილი და ყველაზე პრესტიჟული ჯილდო “საუკეთესო სპექტაკლი”.
ვულოცავ ირინას, ირაკლის, კოკის და ვატოს ამ უდიდეს წარმატებას. დიდი მადლობა დასს დაუღალავი შრომისთვის.”