კატეგორია: თეატრი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი გოგონას ეძებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი გოგონას ეძებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აცხადებს შესარჩევ კონკურსს გოგონას როლზე ახალი პროექტისთვის „ოდისეა“. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: youththeatretbilisi@gmail.com, მიუთითეთ ბავშვის ასაკი და სიმაღლე. კონკურსის მთავარი მოთხოვნებია: გოგონა უნდა იყოს 6-8 წლის; ჰქონდეს გამართული მეტყველება და სიმღერის ნიჭი; შეეძლოს ტექსტის დამახსოვრება; შესარჩევი კონკურსი გრძელდება 15 მარტამდე! მოზარდ მაყურებელთა თეატრი გისურვებთ წარმატებას!

ვაჟა ფშაველა ლიტვაში

ვაჟა ფშაველა ლიტვაში

ვაჟა ფშაველა და მისი შემოქმედება დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა. ლიტვაში რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი ვაჟა ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობს” დგამს. ინფორმაცია თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა გაავრცელა: “ვაჟა-ფშაველა ლიტვაში! ქართველი კლასიკოსის პირველი ევროპული დადგმა. რეჟისორი ნიკა საბაშვილი. წარმატება ქართველ რეჟისორს და ქართული მოთხრობის სცენური ინტერპრეტაციას ლიტვაში.”

აღადგინეთ სამსახურში ნიჭიერი მსახიობი – 5 შვილის მამა!

აღადგინეთ სამსახურში ნიჭიერი მსახიობი - 5 შვილის მამა

5 შვილის მამა, ზუგდიდის თეატრის ნიჭიერი მსახიობი ანდრო შამუგია თეატრის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა. ზუგდიდის თეატრის მსახიობთა დასის წევრებმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბადრი წერედიანს ღია წერილით მიმართეს და კოლეგის თეატრში დაბრუნება მოითხოვეს. წერილი მსახიობმა ირაკლი სამუშიამ გაავრცელა: “ბატონო ბადრი. გწერთ მსახიობთა დასის იმ წევრთა სახელით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თეატრის ისტორია. ისტორია, რომელსაც ჩვენ ერთად ვქმნით და ვუტოვებთ […]

დათა თავაძის წარმატება დრეზდენში

დათა თავაძის წარმატება დრეზდენში

რეჟისორ დათა თავაძის წარმატება გერმანიის ქალაქ დრეზდენში. რეჟისორმა დრეზდენელ მაყურებელს ფრიდრიხ შილერის “ვერაგობა და სიყვარული” შესთავაზა. დათასთან ერთად სპექტაკლზე ქართველმა კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა იმუშავა. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ქართველი რეჟისორის ნამუშევრის შესაფასებლად გერმანიაში მისი ოჯახის წევრებიც ჩავიდნენ – მამა მსახიობი ნიკა თავაძე, ბებია მაკა მახარაძე, დეიდა ანუკა მურვანიძე, მსახიობი ზაალ ჩიქობავა… პრემიერის შემდეგ დამსწრე მაყურებელმა რეჟისორი […]

SOS! – ცხინვალის თეატრი

SOS! - ცხინვალის თეატრი

ცხინვალის თეატრი წლებია გაუსაძლის პირობებში იმყოფება. თეატრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და უმძიმეს მდგომარეობაზე ხმამაღლა საუბრობს: “თუ სწრაფად არ გადაწყდა ჩვენი თეატრის შენობის საკითხი, უკვე მართლა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით!.. გვიფუჭდება დევნილობის 28 წლის განმავლობაში დაგროვილი აპარატურა, კოსტუმები, რეკვიზიტი, დეკორაცია! გვიფუჭდება ყველაფერი რაც გაგვაჩნია!.. კვირის ბოლომდე კიდევ დაველოდებით ინფორმაციას და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, […]

შექსპირის ”ქარიშხალი” მოზარდ მაყურებელთა თეატრში

შექსპირის ”ქარიშხალი” მოზარდ მაყურებელთა თეატრში

თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მაყურებელს შექსპირის პიესებიდან ერთ-ერთ ყველაზე ფილოსოფიურ და მისტიკურ დადგმას სთავაზობს. 2 და 3 თებერვალს 19 საათზე დიდ სცენაზე „ქარიშხალის“ პრემიერა გაიმართება, რომელის დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძეა, დამდგმელი მხატვარი – ანკა კალატოზიშვილი, ქორეოგრაფი – გია მარღანია, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი კი – დავით თავაძე. შექსპირის მკვლევართა ნაწილი „ქარიშხალს“ დრამატურგის უკანასკნელ პიესად […]

მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა

მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა

მარჯანიშვილის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები მოიხსნა: “მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს! 17 იანვარი არის გლოვის დღე. დღეს დანიშნული სპექტაკლები “მთვრალი ალუბალი” და “თავისუფალი პეპლები” მოიხსნა და ჩატარდება ორშაბათს, 21 იანვარს, დასაწყისი 20:00 საათზე. რაც შეეხება ბილეთებს, თქვენ შეძლებთ არსებული ბილეთებით დაესწროთ სპექტაკლს და, იმ შემთხვევაში, თუ ბილეთების დაბრუნება გსურთ, […]

თეატრი “ვერიკო” მისამართს იცვლის

თეატრი "ვერიკო" მისამართს იცვლის

კოტე მახარაძის მიერ დაარსებული თეატრი “ვერიკო” მისამართს იცვლის. წლების წინ მსახიობის მიერ ფიქრის გორაზე დაარსებული ერთი მსახიობის თეატრი, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძის სახელს ატარებს, ამიერიდან ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დაიწყებს ფუნქციონირებას. კოტე მახარაძის დაარსებულ თეატრში მონოსპექტაკლებს თამაშობდნენ ცნობილი მსახიობები, იმართებოდა შეხვედრები. მისი გარდაცვალების შემდეგ, თეატრის ხელმძღვანელობა სოფიკო ჭიაურელმა ითავა. სოფიკოს ამქვეყნიდან წასვლამ კი თეატრის გაჩერება გამოიწვია.

გორის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა

გორის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა. მიზეზი განათების და ელექტრო სისტემის გაუმართაობაა: “მეგობრებო, სპექტაკლი მოიხსნა, ისევ და ისევ განათების და ელექტრო სისტემის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით. ვერ ვგეგმავთ ასევე უახლოესი პერიოდის აფიშას. ბოდიშს გიხდით შექმნილი მდგომარეობის გამო, თუ თქვენს გეგმებში ცვლილება შევიტანეთ.”

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციით ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა. თურგაი ველიზადე, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სარეჟისორო ფაკულტეტი. თურგაი ველიზადე […]