1 ნოემბერი, 2022

თამარ მაყაშვილი სპექტაკლიდან მოხსნეს

მსახიობი თამარ მაყაშვილი სპექტაკლიდან მოხსნეს. მიზეზი მის მიერ ტელეკომპანია “იმედში” სტუმრობისას გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც ბეშუმურ კაბას შეეხებოდა.

მსახიობმა ამ განცხადების გამო სამჯერ მოიხადა ბოდიში და პატიება ითხოვა, თუმცა  საზოგადოებამ მის მიმართ სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა, ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა და მის მიმართ შესაბამისი ზომები გაატარა:

“ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები.”