11 ივლისი, 2022

გამორჩეული ჯილდო ნანა ფაჩუაშვილისთვის

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს გამორჩეული ჯილდო გადაეცა.

ფონდმა “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” რუსთაველის თეატრის მსახიობი ჯილდოთი “ანიდან ჰოემდე“ დაასაჩუქრა.

ჯილდო ფონდმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, განსაკუთრებული ღვაწლის მქონდე პირებს დიასპორულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და საქართველოს პოზიტიური კუთხით წარმოჩენისთვის გადასცა.