უნიჭიერესი მსახიობების ზურა ყიფშიძის, მიშა გომიაშვილისა და ალეკო მახარობლიშვილის არაჩვეულებრივმა შესრულებამ გენიალური რეჟისორის თემურ ჩხეიძის სპექტაკლში “Art-ხელოვნება” ათასობით მაყურებელი აღაფრთოვანა. ამირომაც იყო, რომ სპექტაკლი წლების განმავლობაში სრული ანშლაგებით მიმდინარეობდა და მაყურებელმა ტექსტი ზეპირად იცოდა.