10 ოქტომბერი, 2023

ლევან წულაძის უარი მარჯანიშვილის თეატრს

რეჟისორმა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელობის 18-წლიანი ეტაპი დაასრულა – მან დაკავებული თანამდებობა დატოვა.

გადაწყვეტილება რეჟისორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ახალი თეატრი გახსნა და კულტურის სამინისტროს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით 2 ოქტომბერს მიმართა.

რეჟისორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანება 10 ოქტომბერს გამოიცა.

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალი, 4-წლიანი ვადით შარშან 6 მარტიდან დაინიშნა. მისმა 18-წლიანმა მოღვაწეობამ ამ თეატრს არაერთი საერთაშორისო წარმატება მოუტანა.