11 სექტემბერი, 2023

ქართველების ტრიუმფი ეგვიპტეში

ქართველებმა ეგვიპტის ქალაქ კაიროში ნამდვილი ფურორი მოახდინეს. უილიამ შექსპირის “ოტელოს” მიხედვით ამავე სახელწოდების სპექტაკლით გრან პრი, საუკეთესო მხატვრობისა და საუკეთესო რეჟისურის პრიზი მოიპოვეს. ჯილდოები გია მარღანიასა და დიმიტრი ხვთისიაშვილს გადაეცათ.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მიერ წარდგენილმა სპექტაკლმა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე უდიდესი მოწონება დაიმსახურა.