
“უკვე იწყება სამზადისი მისი საიუბილეო თარიღის ღირსეულად შესახვედრად!
ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ შესანიშნავი სიმღერების, ლექსებისა და თარგმანების გარდა, ინოლა გურგულია არის ავტორი ერთადერთი პიესისა “ოცნება თუ სინამდვილე”. სწორედ ამ პიესის მიხედვით, მისი ჯადოსნური ჰანგების თანხლებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარი შეივსება ახალი პრემიერით.
ქართული მიუზიკლის მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორის ქალიშვილი ია შუღლიაშვილია. დასში ძალიან ბევრი მომღერალი-მსახიობი გვყავს, სპექტაკლში მონაწილეობას ბავშვებიც მიიღებენ.
ასე რომ, ახალ სეზონზე დიდი სიურპრიზი გელოდებათ.”
