კატეგორია: კინო

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას

BIAFF 2019 – ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური უკვე ცნობილია. ბათუმის საავტორო ფილმების რიგით მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2019 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2019 წლის 15-22 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია. […]

BIAFF კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

BIAFF 2019 - შერჩეული პროექტები

BIAFF 2019 – ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი  2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება.  მისი ორგანიზატორია  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერიაა. BIAFF კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია. საკონკურსო  სექცია მოიცავს მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლმეტრაჟიანი ფილმების სექციებს.   ჟიურის შემადგენლობა ასეთია:   BIAFF საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი  1. ალექსანდრე მინდაძე, რუსეთი – […]

კორეული ფონდის გრანტი მარიამ ხაჭვანს

კორეული ფონდის გრანტი მარიამ ხაჭვანს

ქართველ რეჟისორს მარიამ ხაჭვანს კორეულმა ფონდმა გრანტი გადასცა. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტისთვის “ჩემი მეზობელი ანა” კორეულმა ფონდმა პროექტის განვითარების გრანტი – 5000 დოლარი ქართველ რეჟისორს მიანიჭა. მარიამ ხაჭვანი: “ჩვენმა ახალმა დოკუმენტურმა პროექტმა მიიღო განვითარების გრანტი კორეაში. ახლა, ამათ დაამახსოვრებინე ჩემი გვარი.”

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარზე

ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომლის მსოფლიო პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, შვედეთმა ოსკარზე წარადგინა. ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე ნახეს და დააჯილდოვეს კიდეც. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

BIAFF 2019 – შერჩეული პროექტები

BIAFF 2019 - შერჩეული პროექტები

BIAFF 2019 – კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე ”ალტერნატიული ტალღაზე” შერჩეული პროექტები ცნობილია. მენეჯმენტმა დაასრულა პროექტების შერჩევა. შერჩეულ იქნა 8 პროექტი – 6 საქართველოდან, 1 თურქეთიდან და  1 უკრაინიდან. “ალტერნატიული ტალღა” “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2019 წლის 18-22 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. ალტერნატიული ტალღა 2019 წლის გამოშვებისათვის შერჩეული პროექტებია: 1. აკვარიუმი – რეჟისორი და პროდიუსერი თორნიკე ბზიავა. 2. […]

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

მსახიობი ლევან გელბახიანი ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია კანის კინოფესტივალზე გამართული მსოფლიო პრემიერის შემდეგ, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა. კინოფესტივალმა გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გამართა. ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო “სარაევოს გული” ლევან გელბახიანს გადაეცა. ქართველი მსახიობი კანის კინოფესტივალის რჩეულ […]

საქართველოს ოსკარზე “შინდისი” წარადგენს

საქართველოს ოსკარზე "შინდისი" წარადგენს

ოსკარზე საქართველოს უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” წარადგენს. ინფორმაცია ამის შესახებ ფილმის პროდიუსერმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გაავრცელა: “საქართველოს ოსკარზე “შინდისი” წარადგენს! დიდი მადლობა ჟიურის, 12-დან 10 ხმა “შინდისმა” აიღო!”

Walt Disney Company CIS-ის კახაბერ აბაშიძე უხელმძღვანელებს

Walt Disney Company CIS-ის კახაბერ აბაშიძე უხელმძღვანელებს

Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორი კახაბერ აბაშიძე იქნება. www.thewaltdisneycompany.eu-ის ინფორმაციიით მან კომპანია Disney-ში მუშაობა 2008 წელს დაიწყო და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოციზია დაიკავა. 5 წლის განმავლობაში იგი Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე მუშაობდა იტალიაში, საბერძნეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კახაბერ აბაშიძე კომპანიაში მისვლამდე მუშაობდა Fox International Channels-ის მენეჯერად, 7 წლის […]

“ფორსაჟი 9”-ს საქართველოში გადაიღებენ

"ფორსაჟი 9"-ს საქართველოში გადაიღებენ

ცნობილ ჰოლივუდურ ფილმს “ფორსაჟი 9” საქართველოში გადაიღებენ. მისი გადაღებებისთვის საქართველოში 31 358 162 ლარი დაიხარჯება. უკვე არსებობს ოფიციალური განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. ფილმის გადაღებები პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება. გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ჰოლივუდის წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანას გაზაფხულზე სტუმრობდნენ. სწორედ ამ ვიზიტის დროს გადაწყდა “ფორსაჟი 9”-ის საქართველოში გადაღება.

ნინო კირთაძის ახალი გამოწვევა

ნინო კირთაძის ახალი გამოწვევა

რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის ნინო კირთაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. მან „ევრიმაჟში“ თამარ ტატიშვილი ჩაანაცვლა და ამიერიდან საქართველოს წარმომადგენელი იქნება. “ევრიმაჟი” ეს არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელსაც საქართველო 2011 წელს შეუერთდა. 8 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი იყო. ამ პერიოდში დაფინანსდა 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია. ფონდის მიერ ქართული პროექტების დასაფინანსებლად გაიცა 3 092 322 ევრო. […]