კინო

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის პროგრამას და ფილმების ნახვის ინსტრუქციას

BIAFF 2020 კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში – 15-25 ნოემბერს ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა და ფილმების ნახვის ინსტრუქცია საჯაროა. BIAFF კინოფესტივალი, პანდემიური სიტუაციასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ციფრულ/ონლაინ ფორმატში ტარდება. გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ფესტივალის პროგრამის (ფილმების სია) შესახებ, თუ რა პერიოდშია შესაძლებელი ფილმების ნახვა და როგორ უნდა ნახოთ ფილმები ჩვენს პარტნიორ ონლაინ პლატფორმებზე: BIAFF  კინოფესტივალის პროგრამა (ფილმების სია) – http://biaff.org/ge/films  ასევე […]

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდება

BIAFF – ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ონლაინ ფორმატში 15-25 ნოემბერს ჩატარდება. კინოფესტივალი, რომელიც ტრადიციულად სექტემბერში ტარდება, COVID19 პანდემიის გამო გადაიდო და ფესტივალის ორგანიზება ოქტომბერის მეორე ნახევარში იგეგმებოდა. თუმცა პანდემიურის სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების გამო, BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტმა ციფრულ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კინოფესტივალის ონლაინ ჩვენებებისთვის გამოყენებული იქნება შემდეგი პლატფორმები: – www.festivalscope.com – აქ განთავსდება ფესტივალის […]

ლუკა ჩიქოვანი რომის იმპერატორის როლში

მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი იტალიელმა რეჟისორმა ჯოვანი ტროილომ მიიწვია ფილმში “power of rome” (რომის ძალა), სადაც მთავარ როლს თამაშობს. ლუკა რომის ერთ-ერთ იმპერატორს ავგუსტუსს განასახიერებს. ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, თუმცა წლებია იტალიაში ცხოვრობს. 2018 წელს ფილმი “ბედნიერი ლაზარე”, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა, ოქროს პალმის რტოზე იყო წარდგენილი.

დემნა გვასალია ამერიკულ სერიალში

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სატელევიზიო სტუდია HBO-ის ახალ მინისერიალში “We are who we are” ყურადღების ცენტრში მოხვდა. იტალიაში მცხოვრები ამერიკელი ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე გადაღებულ სერიალში არის ეპიზოდი, სადაც ფილმის გმირები დემნაზე საუბრობენ: – იცი დემნა გვასალია? – არა, ვშიშობ არ ვიცი. – ის არის ვეტმანის მთავარი დიზაინერი, ახლა კი ბალენსიაგასთვისაც მუშაობს. ის არის ქართველი. მას ახსოვს […]

ზაზა ურუშაძის “ანტონი” ტორონტოს კინოფესტივალზე

რეჟისორ ზაზა ურუშაძის უკანასკნელ ფილმს “ანტონი” ტორონტოს ებრაულ კინოფესტივალზე აჩვენებენ. ოქროს გლობუსზე წარდგენილი დრამა რეალურ ისტორიაზეა გადაღებული. ზაზა ურუშაძის ნამუშევარი გერმანელებით დასახლებულ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ორი ბავშვის – კათოლიკე ანტონისა და ებრაელი იაკობის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს. მსოფლიო პანდემიის გამო, კინოფესტივალი ოქტომბრის  ბოლოს ონლაინ გაიმართება.

ლალი ბადურაშვილის უკანასკნელი როლი

მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა უკანასკნელი როლი რეჟისორ ბექა სიხარულიძის ფილმში ითამაშა. “From Life to Life” – “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე” – ასე ჰქვია ბექა სიხარულიძის ახალ ნამუშევარს. ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ბექა სიხარულიძეა. მსოფლიო პანდემიამ დაბრკოლებები ფილმის შემოქმედებით ჯგუფსაც შეუქმნა, თუმცა ხანგრძლივი მუშაობის პროცესი დასრულდა. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობისთვის ემზადება. ბექა სიხარულიძის ფილმი […]

ია სუხიტაშვილი გამარჯვებულია

მსახიობი ია სუხიტაშვილი გამარჯვებულია. ქართველი ხელოვანი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ია სუხიტაშვილმა ეს ჯილდო დეა კულუმბეგაშვილის ფილმში “დასაწყისი” შესრულებული როლისთვის მიიღო. დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეკორდი მოხსნა – გრანპრი – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი – ამ ნომინაციებში ჯილდოები სწორედ ქართულმა ფილმმა მიიღო.

კონსტანტინე ესაძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი ოპერატორი კონსტანტინე ესაძე მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. იგი წარდგენილია საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაზე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელსაც 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მადრიდი უმასპინძლებს. კონსტანტინე ესაძე რჩეულთა შორის ფილმით “შინდისი” მოხვდა. ოპერატორი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. მას ნამუშევარი როგორც ქართველ, ასევე უცხოელ რეჟისორებთან. დიტო ცინცაძის “შინდისი”, ლევან თუბერიძის “სამურაი დასვენების ჟამს”, მარიამ ხაჭვანის” დედე” და “დინოლა”, […]

ზაზა ურუშაძის “ანტონი” ოქროს გლობუსზე

ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ნამუშევარი “ანტონი” მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჯილდოზე – ოქროს გლობუსზე ოფიციალურად წარადგინეს. “ოქროს გლობუსზე” იყო წარდგენილი ზაზა ურუშაძის “მანდარინებიც”. რეჟისორის უკანასკნელი ფილმი ნამდვილი ამბის მიხედვით არის გადაღებული. მოქმედება გერმანელებით დასახლებულ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება და ორი ბავშვის – კათოლიკე ანტონისა და ებრაელი იაკობის მეგობრობის შესახებ გვიყვება.

ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი ფილმი

“ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ნომინანტი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი ნამუშევარი – “ხაჯიბეი” მალე თურქეთისა და უკრაინის კინოთეატრებში გამოვა. ფილმი საერთაშორისო პროექტია და მის შექმნაში რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ და პროდიუსერმა მირზა დავითაიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. შეძლებს თუ არა ამ ფილმის ნახვას ქართველი მაყურებელი, ამ ეტაპზე უცნობია.