13 ნოემბერი, 2021

გაიზიარეთ მერაბ ნინიძის სიხარული

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თავის ათასობით გულშემატკივარს არაერთი სასიხარულო ამბით ანებივრებს.

ავსტრალიაში ონლაინ გაიმართა Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო გადაეცა მერაბ ნინიძეს ალექსეი გერმანის (უმცროსის) ფილმში House Arrest შესრულებული მთავარი როლისთვის.

ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო ლევან თედიაშვილი (ფილმი “მეოთხე ბრაიტონი”, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი).

ცერემონიის მსვლელობისას რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა კი მისი მომავალი ფილმის პროექტისთვის Historia – APSA Academy Film Fund-ის გრანტი მიიღო.