11 დეკემბერი, 2021

მაყვალა – გოგონა ფილმიდან “სიყვარული ყველას უნდა”

რეჟისორ გიორგი შენგელაიას მუსიკალური ფილმი “სიყვარული ყველას უნდა” ეკრანებზე გამოსვლის დღიდან მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად იქცა. კახელებისთვის მიძღვნილ ფილმში რეჟისორმა მათი ხალასი იუმორი და გულწრფელი ემოციები გადმოგვცა ფრაზებით, რომლებიც ზეპირად ვიცით.

გიორგი შენგელაიას ფილმის პერსონაჟებიდან ძნელია დაასახელო რომელია მთავარი გმირი, რადგან აქ ყველა მთავარია – კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ბურნუთა, ქეთო, ხირხალა, კოლა, ანიკო, ბაბულა, ბაწრო, გივილო, მაყვალა…

“არტინფო” წარმოდიგენთ მკერავ მაყვალას და მისი როლის შემსრულებელ მსახიობს დარეჯან ხაჩიძეს. სწორედ ამ ფილმში შედგა მისი კინოდებიუტი და ეს მთავარი როლი ხელოვანის შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა.
მსახიობმა მონაწილეობა მიიღო რეზო ჩხეიძის, ლანა ღოღობერიძის, სერგო ფარაჯანოვის ფილმებში…

დარეჯან ხაჩიძე კინომსახიობთა თეატრის მსახიობია და მაყურებელს მისი ნახვა თეატრის რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებში დღესაც შეუძლია.