4 სექტემბერი, 2021

დეა კულუმბეგაშვილის უდიდესი წარმატება

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის შემოქმედებით კარიერაში უდიდესი წარმატების დრო დადგა.

შემოქმედი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება!

დეას ამ ფესტივალთან განსაკუთრებული ისტორია აქვს – მისმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დასაწყისი” გასულ წელს ამ ფესტივალზე ნამდვილი ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო: კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”; დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი “ვერცხლის ნიჟარა”; ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი “ვერცხლის ნიჟარა”; დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი – ჟიურის სპეციალური პრიზი.

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის კინოფესტივალია. წელს ფესტივალი 17-25 სექტემბერს ჩატარდება.