კატეგორია: კინო

სოსო ჩხაიძის გამოსაშტერებლად ლამაზი ფილმი

სოსო ჩხაიძის გამოსაშტერებლად ლამაზი ფილმი

ასე აფასებს მწერალი და დრამატურგი დავით გაბუნია რეჟისორ სოსო ჩხაიძის დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით “კოლხიდა”. “თუში მეცხვარის” რეჟისორის საკურსო ნამუშევარი 1967 წელსაა გადაღებული: “სოსო ჩხაიძის აბსოლუტურად გამოსაშტერებლად ლამაზი 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი “კოლხიდა”. ოპერატორი რომან წურწუმია. “თუში მეცხვარის” რეჟისორის ეს ნამუშევარი 1967 წელსაა გადაღებული: მსგავსი მე არაფერი მინახავს – ეს ნატურა, კოლხეთის ჭაობი, ზღვა, პალიასტომი და ა.შ. […]

ქართული ფილმის ბრალდებები “ქართულ არხს”

ქართული ფილმის ბრალდებები "ქართულ არხს"

სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი” ტელეკომპანია “ქართულ არხს” ბრალდებებს უყენებს და კანონიერი ქმედებებით იმუქრება: “ქართული არხი” კვლავაც იპარავს ქართულ ფილმებს, აჩვენებს უხარისხო ასლებს და ყველაფერთან ერთად მაყურებელს უქმნის უხარისხო ქართული კინოს შთაბეჭდილებას. შეგახსენებთ, რომ “ქართული არხის” სერვერი დგას ერთ-ერთი ეკლესიის კელიაში და იქიდან იმართება მამაოების მიერ. მიუხედავად დიდი ხნის სიტყვიერი გაფრთხილებისა, ამ არხის მმართველიბას არ აინტერესებს […]

სასიამოვნო სიახლე მიშა გომიაშვილისგან

სასიამოვნო სიახლე მიშა გომიაშვილისგან

მსახიობი მიშა გომიაშვილი თავის ერთგულ გულშემატკივარს ყოველთვის ანებივრებს სასიამოვნო სიახლეებით. ამჯერად მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ახალ კომედიაში. რეჟისორ ევგენი შელიაკინის ფილმს “ჰეფი ენდი”  (ბედნიერი დასასრული) ჰქვია და რუსეთის და ტაილანდის ერთობლივი ნამუშევარია. მიშა გომიაშვილი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. მისი გმირი ტაილანდის ერთ-ერთ სანაპიროზე მოდის გონს და არ ახსოვს არც თავისი სახელი, არც მიზეზი, რისთვის აღმოჩნდა ასე […]

სასიამოვნო სიახლე მერაბ ნინიძისგან

სასიამოვნო სიახლე მერაბ ნინიძისგან

მსახიობი მერაბ ნინიძე აქტიურად მუშაობს და თავის გულშემატკივრებს სიახლეებით მუდმივად ანებივრებს. ქართველმა ხელოვანმა მონაწილეობა მიიღო Netflix-ის ახალ სერიალში სახელწოდებით Freud. რეჟისორ მარვინ კრენის მიერ გადაღებული სერიალი ფსიქოანალიზის ფუძემდებელის ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებას ეძღვნება. ახალგაზრდა ფროიდი 1980 წელს ვენაში მომხდარ მკვლელობას იძიებს. მერაბ ნინიძე სერიალში ახალგაზრდა ფსიქოანალიტიკოსის მასწავლებლის როლს ასრულებს. ავსტრიის, გერმანიისა და ჩეხეთის ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა […]

ლევან გებახიანის გერმანული ჯილდო

ლევან გებახიანის გერმანული ჯილდო

ქართველი მსახიობის ლევან გელბახიანის პრიზებსა და ჯილდოებს კიდევ ერთი – გერმანული ჯილდო შეემატა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო ათეულში შესული 2020 წლის ევროპის ამომავალი ვარსკვლავი.

ქეთი დოლიძე სასამართლოთი იმუქრება

სიკო დოლიძის "ფატიმა" ოსებმა მიისაკუთრეს

– სასამართლოში გიჩივლებთ! – აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე. ამის მიზეზი მამის, ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის 1959 წელს გადაღებული ფილმი “ფატიმა” გახდა, რომელიც ოსებმა მიითვისეს. “მეტი, ვიდრე კინო” – ასეთია სტატიის სახელწოდება, სადაც საუბარია ფილმზე “ფატიმა” და მის რეჟისორად არა სიკო დოლიძე, არამედ ოსი რეჟისორი ვლადიმერ ვალიევია (ვალიშვილი) მოხსენიებული. ფილმთან დაკავშირებით ვიკიპედიაშიც იგივე ინფორმაციაა  განთავსებული, კომპოზიტორად […]

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” საუკეთესოთა შორისაა

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" საუკეთესოთა შორისაა

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ერთობლივი ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ამერიკულმა საპროდიუსერო კომპანიამ “Netflix” საუკეთესო 50 ფილმში შეიყვანა. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ. “ჩემი ბედნიერი ოჯახი” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ამერიკულმა საპროდიუსერო კომპანიამ ის რჩეული ფილმები დაასახელა, რომლებსაც კინომოყვარულებმა აუცილებლად უნდა უყურონ.

ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდა

ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდა

მსახიობი ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობთა შორის მოხვდა. ერთ-ერთმა უცხოურმა ვებ გვერდმა, რომელიც მსოფლიო კინო სამყაროში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს, ქართველი მსახიობი 10 საუკეთესო მსახიობთა ჩამონათვალში შეიყვანა. ია შუღლიაშვილი საუკეთესოთა ათეულში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ერთ-ერთი მთავარი როლის – მანანას შესრულებით აღმოჩნდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. საერთაშორისო პრემიერა კი […]

გიორგი ოვაშვილის საერთაშორისო აღიარება

ქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს საერთაშორისო აღიარება მისმა ერთ-ერთმა ყველაზე გახმაურებულმა ფილმმა “სიმინდის კუნძულმა” კიდევ ერთხელ მოუტანა. რეჟისორის ფილმი ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფილმად დაასახელეს. ფილმმა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე 5 წლის განმავლობაში 32 პრიზი მოიგო. მსოფლიოში ცნობილი კინოჟურნალის Variety-ს კინოკრიტიკოსმა პიტერ დუბრუგმა შეადგინა იმ ფილმების სია, რომლებსაც “უნახავი მარგალიტები” უწოდა. ამ ჩამონათვალში გაერთიანდა ფილმები, რომლებიც ამერიკაში დიდ […]

ოქროს ხოჭო ლევან გელბახიანს

ოქროს ხოჭო ლევან გელბახიანს

მსახიობ ლევან გელბახიანს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ოქროს ხოჭო გადასცეს. მან ჯილდო ქართულ-შვედურ მხატვრულ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. პრიზი ქართველ მსახიობს შვედეთის ეროვნული კინოდაჯილდოვების რიგით 55-ე ცერემონიაზე Guldbaggegalan 2020 მიენიჭა. “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო […]