1 სექტემბერი, 2021

ქართული ფილმის გამარჯვება იტალიაში

იტალიაში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე Nòt Film Fest ქართულმა ფილმმა გაიმარჯვა.
რეჟისორ უტა ბერიას ფილმმა “უარყოფითი რიცხვები” 2 მთავარი ჯილდო მოიპოვა – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი (უტა ბერია)

ფილმის სცენარი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიის მძიმე რეალობას ასახავს – არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირ – ნიკას მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთებას უწევს…