ანსამბლ ,,რუსთავის” მოცეკვავემ ლაშა მძინარაშვილმა მსოფლიო კასკადიორთა ინდუსტრიის დაჯილდოების ცერემონიალზე Taurus World Stunt Awards-ზე გაიმარჯვა.
ქართველი ხელოვანი საუკეთესოდ დასახელდა ნომინაციაში ,,საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია” .
ლაშა პირველი ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავეა, რომელმაც ეს პრესტუჟული ჯილდო მიიღო. მან რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმში “The King’s Man” მთავარი საბრძოლო სცენა დადგა და ქართული ცეკვის ელემენტები ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში წარადგინა. გამორჩეული ქორეოგრაფიით კი ჟიურის, მსოფლიო კინო ინდუსტრიის პროფესიონალების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.