24 აგვისტო, 2021

ქართული ფილმი კანის კინოფესტივალის გამარჯვებულია

კანის მსოფლიო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი რეჟისორისა და ქორეოგრაფის დავით ფოცხიშვილის ნამუშევარი გახდა:

“მისტერია” “კანის მსოფლიო კინოფესტივალ”-ის გამარჯვებულია ორივე ნომინაციაში: საუკეთესო ქორეოგრაფია და საუკეთესო ცეკვა… დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ფილმისთვის არ დაიშურა ენერგია, დრო და ნიჭი… დიდი მადლობა ფესტივალის დირექციას და ჟიურის… გენაცვალეთ, ვისაც გულით გაგიხარდათ! არავის დამადლებული მოწონება არ მინდა… მე მინდა ჩემმა შემოქმედებამ დადებითი ენერგია წამოიღოს…

რა არის ეს ცხოვრება? რთული სათქმელია და რთული გასაანალიზებელი.. ყველა ჩვენებურად ვწონით.. მე ვცხოვრობ სიყვარულით… რასაც ვაკეთებ, სიხარულით ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ეს ჯერ ჩემი მაქსიმუმი არ არის… წინ კიდევ რამოდენიმე ფესტივალის სელექციებს ველოდებით…”