სასიამოვნო სიახლე გუჯა ბურდულისგან

მსახიობი და მომღერალი გუჯა ბურდული სულ მალე თავის ერთგულ გულშემატკივრებს სიახლეს შესთავაზებს.

25 და 26 ივნისს მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოდგენილი იქნება მისი შვილის, რეჟისორ მაკა ბურდულის ნამუშევარი. ფილმი მაქსუდ იბრაგიმბეკოვის პიესის “История с благополучным концом” მიხედვით არის შექმნილი.

გუჯა ბურდულთან ერთად პრემიერაზე მისული მაყურებელი ფილმში მის მეუღლეს, ინეზა აბესაძესაც იხილავს.