24 ივნისი, 2021

თენგიზ აბულაძის “მონანიება” მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში

რეჟისორ თენგიზ აბულაძის შედევრი “მონანიება” 34 წლის შემდეგ კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია – სურათი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში “კანის კლასიკა” ბრუნდება.

თენგიზ აბულაძის ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1987 წელს შედგა.

კინოფესტივალის 3 ჯილდო – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის – სწორედ “მონანიებას” მიიღო.

1988 წელს თენგიზ აბულაძის ნამუშევარი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო ნომინირებული.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექცია “კანის კლასიკა” 2004 წლიდან არსებობს და იგი სტუმრებს მსოფლიოს ლეგენდარული რეჟისორების ფილმებს სთავაზობს.