3 ივნისი, 2021

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი მსახიობის მერაბ ნინიძის ახალი ნამუშევარია წარდგენილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსახიობი კანის კინოფესტივალის ყურადღების ეპიცენტრშია – 2017 წელს, რიგით 70-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში წარდგენილი იყო რეჟისორ კორნეი მუნდრუცოს ფილმი „იუპიტერის მთვარე“, სადაც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს.

ამჯერად კანის კინოფესტივალის ყურადღება მიიპყრო რეჟისორ ალექსეი გერმანის ფილმმა “საქმე”, რომელიც სრულმეტრაჟიანი დრამაა და მასში მთავარ როლს მერაბ ნინიძე თამაშობს. ფილმში მოთხრობილია რუსეთში მცხოვრები ქართველი მასწავლებლის – დავითის ამბავი, რომელიც ხელისუფლების კორუფციაში მხილების გამო, შინაპატიმრობით ისჯება.

ალექსეი გერმანის ნამუშევარი კინოფესტივალის სპეციალურ სექციაში „განსაკუთრებული ხედვა“ მონაწილეობს. ამ ფილმთან ერთად ამავე სექციაში სხვადასხვა ქვეყნის 18 ფილმი მოხვდა.

წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-17 ივლისს გაიმართება.