15 ივნისი, 2021

კახი კავსაძე უკანასკნელი როლით ტრიბეკას ფესტივალზე

ნიუ იორკში ტრიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე კახი კავსაძე მაყურებლის წინაშე უკანასკნელი როლით წარსდგა.

რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას თავისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი “მეოთხე ბრაიტონი” შესთავაზა. ფილმი კახი კავსაძისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა – მან თავის შვილთან, ირაკლი კავსაძესთან ერთად ითამაშა.

ლევან კოღუაშვილის სურათში ასევე მონაწილეობენ გიო ტაბიძე, ლევან თედიაშვილი და ცუცა კაპანაძე.
რეჟისორის ფილმი ქართველებისთვის ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზეა – სურათი ემიგრანტებს ეძღვნებათ.

“მეოთხე ბრაიტონი” ლევან კოღუაშვილის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია. ის საერთაშორისო კინოფესტივალების სასურველი სტუმარია. ლევანის სადებიუტო ფილმის “ქუჩის დღეების” პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, “შემთხვევითი პაემნების” პრემიერა კი – ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.