4 აპრილი, 2021

მერაბ ნინიძე გერმანულ სერიალში

მსახიობი მერაბ ნინიძე თავის გულშემატკივრებს სულ მალე კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს.

აპრილის თვიდან ქართველი მსახიობის მონაწილეობით მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს გერმანული სერიალი “DOKTOR BALLOUZ”, სადაც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს.

სერიალის მთავარი გმირი ექიმია, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.