30 აპრილი, 2021

კახი კავსაძით აღფრთოვანებული ამერიკელები

კახი კავსაძემ ამერიკელებისთვის ქართული პურის ისტორია გააცოცხლა. მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორის, სცენარისტისა და ჟურნალისტის ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის 20-წუთიან ფილმში. მსახიობმა საქართველო და ქართველები ამერიკელებს სულ სხვა კუთხით წარუდგინა.

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი, ფილმის რეჟისორი:

“მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “ქართული პური” წარმატება ბატონი კახის დამსახურებაა. მან ამ პატარა, 20-წუთიანი ფილმით ძალიან ბევრი მაყურებელი მოხიბლა. კახიმ ამერიკელებს დაანახა საქართველო და ქართველები ისეთივე ლამაზი, ისეთივე ამაყი, როგორიც თვითონ იყო.

2017 წელს, როცა ფილმისთვის „ქართული პური“ ევროპელი რეჟისორი ქალის პრიზით დამაჯილდოვეს, ამერიკელები მადლობას მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ფილმმა და ბატონი კახის პერსონაჟმა მათ საკუთარი ფესვები შეახსენა. მადლობა ბატონ კახი კავსაძეს ასეთი დაუვიწყარი დღეებისათვის, რომელიც მან მე და ჩემს შემოქმედებით ჯგუფს გვაჩუქა.”