14 ივლისი, 2021

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე არ ჩავიდა

მსახიობი მერაბ ნინიძე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე არ ჩავიდა. წელს ფესტივალის სპეციალურ სექციაში წარდგენილია რეჟისორ ალექსეი გერმანის ფილმი “საქმე”. ფილმში მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს.

ქართველი მსახიობის შესახებ ინფორმაცია კინომცოდნე გოგი გვახარიამ გაავრცელა, რომელიც კანში იმყოფება:

“გერმანი-უმცროსის ფილმი ქართველ პროფესორზე, რომელიც რუსეთის პატარა ქალაქის მერს კორუფციაში ამხელს, იმდენად ცუდია, იმდენად სავსეა კლიშეებით და საბჭოთა-ინტელიგენტური უხამსობებით, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მერაბ ნინიძე… კანში არ ჩამოვიდა, გადამღებმა ჯგუფმა კი ყველას გადაუხადა მადლობა გარდა… მთავარი როლის შემსრულებლისა. მერაბი არც უხსენებიათ.”