ჭდე: ვაჟა ფშაველა

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა ფშაველას პრემია მიენიჭა

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა ფშაველას პრემია მიენიჭა

მწერალ გურამ დოჩანაშვილს ვაჟა ფშაველას პრემია მიენიჭა. ჯილდო კლასიკოსს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“ და ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის. მწერალი ამ პრემიაზე ვაჟა ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა წარადგინა.

ვაჟა ფშაველა: “როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი?”

ვაჟა ფშაველა: "როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი?"

ვაჟა ფშაველას თავისუფლებასა და თავისუფალ ადამიანზე საკუთარი შეხედულება ჰქონდა, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო: “რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება […]

სულ სხვანაირად დანახული ვაჟა ფშაველას “მთანი მაღალნი”

სულ სხვანაირად დანახული ვაჟა ფშაველას "მთანი მაღალნი"

ვაჟა ფშაველას “მთანი მაღალნი” შედევრად არის მიჩნეული. მთის არწივად წოდებული შემოქმედის ლექსები, მოთხრობები და პოემები დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. ალბათ ყველას გახსოვთ “ნიჭიერის” გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი, რომელიც ქვიშაზე ხატავდა. ნონამ ვაჟა ფშაველას “მთანი მაღალნი” ქვიშაზე ხატვით გააცოცხლა და მაყურებელს არაჩვეულებრივი სანახაობა და სილამაზე შესთავაზა.  

ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას ეროვნულ პრემიას

ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას ეროვნულ პრემიას

ვაჟა ფშაველას სახელობის ეროვნული პრემიის დაარსებაზე საუბარი ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრემიის დაწესება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, გაიწელა, კონკურეტული საკითხები ვერ ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 11 აპრილს შესაბამისი ბრძანებულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე კონკურსი გამოაცხადა. პრემიის მოპოვების მსურველთა განაცხადები პირველი მაისის ჩათვლით მიიღება. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის […]

ლექსები სიყვარულზე

ლექსები სიყვარულზე

პოეზიაში ყველაზე მეტი ლექსი სიყვარულზეა დაწერილი. როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, დედამიწას სიყვარული ატრიალებს და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო. ”არტინფო” გთავაზობთ ლექსებს სიყვარულზე: ალექსანდრე ჭავჭავაძე – “სიყვარულო, ძალსა შენსა”: “სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს? ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს? შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს, და […]

მოუსმინეთ პატრიარქის სიმღერას პაატა ბურჭულაძის შესრულებით

პაატა ბურჭულაძემ პატრიარქის ახალი სიმღერა ჩაწერა

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ახალი სიმღერა ჩაწერა. სიმღერა მისმა უწმინდესობამ ვაჟა ფშაველას ლექსზე შექმნა. საორკესტრო ვერსიაზე ნიკოლოზ რაჭველმა იმუშავა. ილია მეორის ახალი ნაწარმოები პაატა ბურჭულაძესთან ერთად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, საგუნდო კაპელამ და ანსამბლმა “შვიდკაცამ” შეასრულა.  

შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო პოეტების ჩამონათვალში პირველია

შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო პოეტების ჩამონათვალში პირველია

შოთა რუსთაველი, ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, ანა კალანდაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი – ეს იმ ქართველი პოეტების ჩამონათვალია, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო პოეტთა ჩამონათვალში მოხვდნენ. ვებ გვერდი www.ranker.com ატარებს გამოკითხვას, სადაც სურს მსოფლიოში ყველა დროის 100 საუკეთესო პოეტი გამოავლინოს. გამოკითხვაში მონაწილეობა და საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

არწივი – ვაჟა-ფშაველა

ვაჟა ფშაველას ახალი გერმანული თარგმანები

არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზე მიითრევს, გულისპირს სისხლი სცხებოდა. ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა!

ის კი არ არის ბიჭობა – ვაჟა-ფშაველა

ის კი არ არის ბიჭობა ვაჟა-ფშაველა

ის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი, ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე. მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად დამჩაგვრელებსა სწყალობდე? აბა, ბიჭობა ის არი, დაჩაგრულთათვის სწვალობდე. არც-რა ბიჭობა ეგ არი, მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე, თავი მოგქონდეს სხვებზედა და ამის გამო გვძარობდე. მგოსნობას არვის […]

ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზე ყველა პოეტის შემოქმედებაშია. ”არტინფო” გთავაზობთ გოგლა ლეონიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ნიკო გომელაურის, ვაჟა ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ანა კალანდაძის, ილია ჭავჭავაძის, შოთა ნიშნიანიძის, გალაკტიონ ტაბიძის, დავით შემოქმედელის და ირაკლი ჩარკვიანის ლექსებს, რომლებიც ქალებს ეძღვნებათ. გოგლა ლეონიძე – კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. […]