16 აგვისტო, 2020

ვაჟა ფშაველას მიმართვა დედებს

ვაჟა ფშაველას ერთგული ნინო ფურცელაძეპოეტი და მწერალი ვაჟა ფშაველა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში მიმართავდა ქართველ დედებს და მათ შვიელბსი ბედ-იღბლის მთავარ გადამწყვეტებს უწოდებდა. რაც დრო გადის, მისი მიმართვა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება:

“დედაა გადამწყვეტი შვილების ბედ-იღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა.

დიახ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.”