17 ივნისი, 2020

“ვაჟაობის” გარეშე დარჩენილი საქართველო

”არ ვტირი, არც რას ვემდური” - ვაჟა ფშაველაყოველი წლის 14 ივლისს ვაჟა ფშაველას დაბადების დღეზე მის მშობლიურ ჩარგალში იმართება სახალხო დღესასწაული “ვაჟაობა”.

შემოქმედის შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი წლევანდელ ვაჟაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“ახლა არის ზუსტად ამის დრო!

ღონისძიებები აღარ შეიძლებაო და არც ,,ვაჟაობა” იქნება ალბათ…

მედიას შეუძლია ამოავსოს ვაჟას დღესასწაულის გარეშე დარჩენილი ზაფხულის სიჩუმე, ვაჟას დაბადების თარიღი იზეიმოს თავად და გვაზეიმოს ჩვენც!

ისე, ამ დროში სხვაგვარად დავასათაურებდი ამ ღონისძიებას:
,,საქართველო კითხულობს ვაჟას”
ასე აჯობებს კორონობაში…”