8 ივლისი, 2020

ვაჟა ფშაველას ცნობილი ფოტოს საიდუმლო

ვაჟა ფშაველას ცნობილი ფოტოს საიდუმლოგენიოსი შემოქმედის ვაჟა ფშაველას ცნობილ ოჯახურ ფოტოს თავისი საიდუმლო აქვს, რომელიც ბევრმა არ იცის.

ოჯახის წევრებთან გადაღებულ ცნობილ ფოტოზე მარჯვნივ ფარის ნაცვლად სინამდვილეში ვაჟა ფშაველას შვილი – ლევან რაზიკაშვილი იდგა. ლევანმა ქაქუცა ჩოლოყაშვილს მხოლოდ ერთ დღეს უმასპინძლა ჩარგალში და ის ერთი დღე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – პოეტისა და მწერლის ვაჟი სამაგალითოდ დაისაჯა.

ლევან რაზიკაშვილი დააბეზღეს და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მწერლებმა პავლე ინგოროყვამ, შალვა დადიანმა და ალექსანდრე აბაშელმა პირადად სთხოვეს სერგო ორჯონიკიძეს, რომ განაჩენი შეეცვალათ და ვაჟას შვილი შეეწყალებინათ, მაგრამ მათ ასეთი პასუხი მიიღეს:

– ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს, იმასაც დავხვრეტდით! – ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმადნაფიცი ლევან რაზიკაშვილი 1923 წლის 16 თებერვალს დახვრიტეს.