14 ივლისი, 2020

ვაჟა ფშაველას სამარცხვინო სახლ-მუზეუმი

ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები - ვაჟა ფშაველა– ვაჟა ფშაველას სამარცხვინო სახლ-მუზეუმი გავუკეთეთ – ასე მიაჩნია ტელეწამყვან დავით კოვზირიძეს:

“ვაჟას დაბადების დღეა, კაცის, რომელიც მარტო სადღეგრძელოებისთვის გვჭირდება, რომელსაც სამარცხვინო სახლ-მუზეუმი გავუკეთეთ, რომელზეც ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც არ გადაგვიღია, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცით, რომელიც არ წაგვიკითხავს და რომელსაც ეს რუსეთის ტრ..ში გატენილი, ამაზრზენი ქვეყანა რომ ენახა, ალბათ თავს მოიკლავდა.”