რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

რუსთაველის თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ დიდი და პატარა გააერთიანა. თითოეული მოქალაქე ცდილობს თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქალაქის მოწესრიგებაში და დაზარალებულთა დახმარების საქმეში. გამონაკლისი არც რუსთაველის თეატრია. 17 ივნისს თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ დადგმული “იულიუს კეისარი”. სპექტაკლი საქველმოქმედოა და ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. “იულიუს კეისარი” ერთმოქმედებიანი სპექტაკლია და მასში მონაწილეობენ ნინო […]

კიდევ ერთი პრემიერა რობერტ სტურუასგან

რობერტ სტურუას საბოლოო გადაწყვეტილება

რეჟისორი რობერტ სტურუა თეატრის მოყვარულ საზოგადოებას თეატრალური სეზონის მიწურულს პრემიერაზე ეპატიჟება. დამქანცველი და უწყვეტი რეპეტიციები დასრულებულია, რეჟისორიც და მსახიობებიც პრემიერის მოლოდინში არიან. პირველ და 2 ივნისს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე მაყურებლის თვალწინ კიდევ ერთი ახალი სპექტაკლი დაიბადება. მაესტრო კვლავ მსოფლიო კლასიკოსების გარშემო ტრიალებს. ამჯერად რეჟისორი მაყურებელს უილიამ შექსპირის ,,იულიუს კეისარს“ წარუდგენს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლისთვის პიესის თარგმანი […]

დათო ევგენიძე იუბილეს რუსთაველის თეატრში აღნიშნავს

დათო ევგენიძე იუბილეს რუსთაველის თეატრში აღნიშნავს

კომპოზიტორი დათო ევგენიძე საიუბილეო კონცერტს რუსთაველის თეატრში გამართავს. „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“ – ასე ეწოდება საღამოს, რომელიც 21 აპრილს გაიმართება. კონცერტი-პერფორმანსი ასახავს ახალი საუკუნის მოსვლას. მასში გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ჟანრი, დაწყებული უძველესი საგალობლებით, კლასიკური ჰარმონიებით, ჯაზის რიტმული ჟღერადობითა და ელექტრონული მუსიკით დამთავრებული ახალტექნოლოგიური ინოვაციური მიდგომებით, რაც ხაზს უსვამს არჩევანის თავისუფლებას მუსიკაში. ლუციფერულ სამყაროში […]

მანანა მენაბდე ქველმოქმედებისთვის იმღერებს

მანანა მენაბდე ქველმოქმედებისთვის იმღერებს

ცნობილი ქართველი ხელოვანი მანანა მენაბდე უერთდება თავის კოლეგებს და ქველმოქმედებაში ერთვება. მუსიკოსის სურვილით, შემოსული თანხა მთლიანად დიტო ცინცაძის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.მისი კონცერტი რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. როგორც საღამოს ორგანიზატორები აცხადებენ, კონცერტს დიდი ხანია მანანა მენაბდეს უამრავი გულშემატკივარი ელოდება: “უამრავი ადამიანი ელოდა მანანა მენაბდის კონცერტს. კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 20 მაისს, […]

თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

პიანისტი თათია შარანგია თბილისში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი ახალდაფუძნებული ორგანიზაცია “ნათელი საქართველოა”. საკონცერტო პროგრამა ორი ნაწილისგან იქნება შედგენილი. პირველ ნაწილში შესრულდება ბეთჰოვენის 32-ე ვარიაცია და 21-ე სონატა, მეორე ნაწილში შოპენის “სკეცო N2”, “ფანტაზია ექსპრომტი”, “რევოლუციურ ეტიუდი”, “ანდანტეს პიანატო” და “დიდი პოლონეზი”. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება […]

ცხინვალის თეატრი შეიფარეს

ცხინვალის თეატრი შეიფარეს

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ შეიფარეს. როგორც თეატრის ხელმძღვანელობა აცხადებს, მათ სასიამოვნო სიახლე აქვთ. 6 მარტიდან თეატრი რეგულარულად, გარკვეული პერიოდულობით, გამართავს სპექტაკლებს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. გადაწყვეტილება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ მიიღო: “ბატონმა რობერტმა ჩვეული გულისხმიერება გამოიჩინა დევნილი თეატრის მიმართ და სცენის გარეშე დარჩენილ დასს საშუალება მისცა, […]

დათო ხუჯაძე ქველმოქმედებისთვის იმღერებს

დათო ხუჯაძე ქველმოქმედებისთვის იმღერებს

26 თებერვალს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად დათო ხუჯაძის საქველმოქმედო საღამო გაიმართება. რუსთაველის თეატრში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით დათო ხუჯაძე სოლო კონცერტს ჩაატარებს. კონცერტზე მიწვეული სპეციალური სტუმრები არიან დავით ფორჩხიძე, ჯგუფი „GOOFY-LAND”-ი. კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება. დათო ხუჯაძე, რომელსაც საქართველოში კარგა ხანია კონცერტი […]

ლელა ალიბეგაშვილს თეატრიდან უშვებენ?

ლელა ალიბეგაშვილი - სერგო ფარაჯანოვის მუზა

მას შემდეგ, რაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა მიშა გომიაშვილმა უმცირესობებთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა, “იდენტობამ” მოუწოდა ყველა დამსაქმებელს, შეწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა მიშა გომიაშვილთან. კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა ლელა ალიბეგაშვილმა. როგორც მათი კოლეგა მსახიობი ნანა ხურითი ავრცელებს ინფორმაციას, პრობლემები შესაძლოა ლელა ალიბეგაშვილსაც შეექმნას: “რამდენადაც მითხრეს, ლელა ალიბეგაშვილის თეატრიდან გაშვებას ითხოვენ “ისინი”. არც მინდა მათი ხსენება… […]

ია სუხიტაშვილმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი მოხსნა

ია სუხიტაშვილმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი მოხსნა

რუსთაველის თეატრის მსახიობმა ია სუხიტაშვილმა რუსთაველის თეატრში დანიშნული სპექტაკლი მოხსნა. საუბარია 18 თებერვალს თეატრის მცირე სცენაზე დანიშნულ სპექტაკლზე “სტუმარ მასპინძელი”, რომლის რეჟისორიც გოშა გორგოშიძეა. ერთმოქმედებიან სპექტაკლში მონაწილეობენ მანანა აბრამიშვილი, გოგა გველესიანი, კახა კუპატაძე, ბაჩი ლეჟავა, ედმონდ მინაშვილი, ბექა სონღულაშვილი, ია სუხიტაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია და ლევან ხურცია. სპექტაკლის მხატვარია გოგი ალექსი-მესხიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი ია საკანდელიძე, ქორეოგრაფი კოტე […]

გია ყანჩელის იუბილე კონცერტით აღინიშნება

"იცით რატომ არის ყანჩელი ძალიან დიდი?"

ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე 13 იანვარს კონცერტით აღინიშნება. პროექტის ინიციატორი დავით მალაზონიაა და მას ”გზავნილები ყანჩელს” ეწოდება. კონცერტში მონაწილეობენ ნინო სურგულაძე, ირიაო, ანი კეკუა, სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და სპეციალური სტუმრები პაატა ბურჭულაძე და ქრისტოფ შვაიცერი. საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში გაიმართება, ღონისძიებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. “არტპალას რექორდსში” მომღერლები წერენ სიმღერებს. ხმის ჩამწერ […]