Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათო ევგენიძე იუბილეს რუსთაველის თეატრში აღნიშნავს

18 აპრილი, 2015

1dato-evgenidzeკომპოზიტორი დათო ევგენიძე საიუბილეო კონცერტს რუსთაველის თეატრში გამართავს. „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“ – ასე ეწოდება საღამოს, რომელიც 21 აპრილს გაიმართება.

კონცერტი-პერფორმანსი ასახავს ახალი საუკუნის მოსვლას. მასში გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ჟანრი, დაწყებული უძველესი საგალობლებით, კლასიკური ჰარმონიებით, ჯაზის რიტმული ჟღერადობითა და ელექტრონული მუსიკით დამთავრებული ახალტექნოლოგიური ინოვაციური მიდგომებით, რაც ხაზს უსვამს არჩევანის თავისუფლებას მუსიკაში. ლუციფერულ სამყაროში ანგელოზის გამარჯვების დღესასწაულია “ბოროტსა სძია კეთილმა…”

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა ოლეგ ტიმჩენკოს მიერ “ანგელოზის ფრთები“, რომელთან სურათების გადაღების საშუალებაც მაყურებელს კონცერტის დაწყებამდე ექნება.

კონცერტის მონაწილე მიწვეული ვარსკვლავები არიან სოფი ვილი, ნიკა მაჩაიძე, მაია ჯაბუა, ნიაზ დიასამიძე, იგორ ბუტმანი, ვიაჩესლავ ვიატკინი, ლუკა ზაქარიაძე, საქსაფონისტი იგორ ბუტმანი. სპეციალური სტუმრის სტატუსით შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფორნიური ორკესტრი, ბრას კვარტეტი, დათო ევგენიძის ჯაზ კვინტეტი, ხალხური საკრავების ანსამბლი, მგალობლები და დირიჟორები მირიან ხუხუნაიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი. ნიკოლოზ რაჭველი მსმენელისთვის აკორდეონზეც დაუკრავს. იუბილარი დათო ევგენიძე თავის კონცერტზე არა მარტო დაუკრავს, იდირიჟორებს კიდეც.