9 თებერვალი, 2015

ია სუხიტაშვილმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი მოხსნა

Ia_suxitashvili678რუსთაველის თეატრის მსახიობმა ია სუხიტაშვილმა რუსთაველის თეატრში დანიშნული სპექტაკლი მოხსნა.

საუბარია 18 თებერვალს თეატრის მცირე სცენაზე დანიშნულ სპექტაკლზე “სტუმარ მასპინძელი”, რომლის რეჟისორიც გოშა გორგოშიძეა. ერთმოქმედებიან სპექტაკლში მონაწილეობენ მანანა აბრამიშვილი, გოგა გველესიანი, კახა კუპატაძე, ბაჩი ლეჟავა, ედმონდ მინაშვილი, ბექა სონღულაშვილი, ია სუხიტაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია და ლევან ხურცია. სპექტაკლის მხატვარია გოგი ალექსი-მესხიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი ია საკანდელიძე, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე.

დანიშნული სპექტაკლის მოხსნა რუსთაველის თეატრში ია სუხიტაშვილის ოსკარების ცერემონიალზე გამგზავრებამ გამოიწვია. ის 22 თებერვალს დოლბის კინოთეატრში მეუღლის მიშა მესხისა და “მანდარინების” შემოქმედებითი ჯგუფის გასამხნევებლად მიემგზავრება.

ზაზა ურუშაძის “მადარინები” ესტონეთის მიერ ოსკარზეა წარდგენილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ხუთეულში. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოდან ზაზა ურუშაძე, გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი მეუღლესთან ერთად გაემგზავრებიან.