გია ყანჩელის იუბილე კონცერტით აღინიშნება

gia-yancheli1ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე 13 იანვარს კონცერტით აღინიშნება. პროექტის ინიციატორი დავით მალაზონიაა და მას ”გზავნილები ყანჩელს” ეწოდება.

კონცერტში მონაწილეობენ ნინო სურგულაძე, ირიაო, ანი კეკუა, სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და სპეციალური სტუმრები პაატა ბურჭულაძე და ქრისტოფ შვაიცერი.

საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში გაიმართება, ღონისძიებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. “არტპალას რექორდსში” მომღერლები წერენ სიმღერებს.

ხმის ჩამწერ სტუდიას უკვე ესტუმრა გია ყანჩელი და პაატა ბურჭულაძის მიერ ჩაწერილ სიმღერაში საბოლოო კორექტირებები შეიტანა. გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა, პაატა ბურჭულაძემ , “არტპალას რექორდსში” სიმღერა “ცვივა თოვლის ფანტელი” ჩაწერა, რომლის არანჟირების ავტორი დავით მალაზონიაა.